განცხადებები

სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი-ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანის კადრების გავრცელება უღირსი საქციელია.

რაც შეეხება სააკაშვილის შიმშილობას და კერძო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ელისაშვილმა რომ მისთვის ეს მოთხოვნა გაუგებარია.

„ქართულ ოცნებას“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პირადად მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით დიდი უპირატესობა ჰქონდა, ციხეში ადამიანებს ადამიანურად ექცეოდნენ და არა უღირსად. „ქართული ოცნების“ მხრიდან იმ კადრების გავრცელება უღირსობა იყო და ეს უპირატესობა დაკარგეს, რაც ცუდია, რადგან ვინც არ უნდა იყოს, მას არ უნდა მოექცე უღირსად. სიმდაბლეა, როცა ადამიანს თავის საქციელს ასე უბრუნებ.

სახელმწიფოსთვის სამარცხვინოა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში არაჟნის ყუთებით შემოიპარა არეულობის მოწყობის მიზნით. რატომ შიმშილობს? – ციხიდან გამოშვებას ყველა პატიმარი მოითხოვს და შიმშილობას დაიწყებს. ყველამ იშიმშილოს და გამოვიდეს? მისი მოთხოვნა კერძო კლინიკაში გადაყვანაზე გაუგებარია. ამბობს, მკლავენ ციხეშიო და ჭამოს. არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია და იქ არის, სადაც უნდა იყოს, მაგრამ როგორც მოიქცნენ, ეს იყო უღირსობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

დაუბრუნონ უკრაინის მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს-პუტინი ზელენსკის მიმართავს

«შმაქსი» ქუჩაში თუ გამოჩნდა, „მიიშმაქსება-კახა კალაძე

გოგაშვილო! ზვიად გამსახურდია ჩეჩენმა ხალხმა მიიღო ცოცხალიც და მკვდარიც და გულში ჩაიხუტა , რომელ ერსაც ასე აგდებით მოიხსენიებ»-მაჩალიკაშვილი გოგაშვილს

დატოვე კომენტარი