პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა შეხვედრა

დღეს შედგა სააკაშვილის შტაბის პირველი შეხვედრა საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში, სადაც დამსწრეებმა იმსჯელეს მთავარ საკითხზე: შეწყდეს პოლიტიკური დევნა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ და მიეცეს საშუალება მიიღოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება. განხილულ იქნა ყველა ის ნიუანსები, რომლებიც შესაძლებელია კანონის ფარგლებში გამოყენებულ იქნას ბრძოლის იარაღად დასახული მიზნის მისაღწევად.

Loading…

შეხვედრას ესწრებოდნენ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ცნობილი საზოგადო თუ პოლიტიკური მოღვაწეები.

სიტყვით გამოსვლისას, ქალბატონმა სევდია უგრეხელიძემ გაიხსენა შევარდნაძის დროინდელი მოვლენები და მაშინდელი ოპოზიციის მიღწევები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების კუთხით.

თითქმის ერთხმად იქნა მიღებული აზრი წერილის შედგენაზე და საქართველოს პარტნიორი თუ მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელებისთვის გადაგზავნა, სადაც მკაფიოდ იქნება გაწერილი ყველა ის მიზეზი, თუ რატომ აქვს უფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს ჩამოვიდეს საქართველოში და მიიღოს მონაწილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო მმართველმა გუნდმა

«ხელისუფლება კონტრაბანდულად აწარმოებს კაპიტულაციას…»-ნიკა მელია ზალკალიანის ლავროვთან შეხვედრაზე

ბათუმის იუსტიციის სახლმა დღეიდან მუშაობა დაიწყო

დატოვე კომენტარი