რეგიონი

რუხში ხაჭაპურის ფესტივალი მოეწყო

გუშინ, სამეგრელო-ზემო სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის (DMO) ორგანიზებით და USAID პროექტი «ზრდას», საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუხის სავაჭრო ცენტრის, საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის და რეგიონული ხელისუფლების მხარდაჭერით, რუხში მოეწყო «ხაჭაპურის ფესტივალი», სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულები. კონკურსი სხვადასხვა ნომინაციაში ჩატარდა. ნომინაციების მიხედვით, გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო — ბელა კუპრავა

ყველაზე სწრაფი მცხობელი- რესტორანი „გარდენ პალასი“

მომავლის ხაჭაპური — კოლეჯი “ახალი ტალღა”

ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური — საცხობი „ოკო“

საუკეთესო ხაჭაპურის — რესტორანი „შინდაგორი“

საუკეთესო მცხობელი — ნელი ბოჭორიშვილი

ხაჭაპურის საუცხოო ვარიაცია — რესტორანი „მენძელი“

ფესტივალზე მრავალი სახის ხაჭაპური გამოჩნდა, რომეთა შორის იყო თაფლით, ჭინჭრით, ჭარხლით, მწყრის ხორცით და მაყვლით.

გამარჯვებულების დაჯილდოების შემდეგ, მოეწყო ადგილზე დამზადებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

ფოტო, რადიო ათინათი

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსი 16 ადამიანს დაუდასტურდა ოკუპირებულ აფზაზეთში

კორონა ვირუსის 25 ახალი შემთხვევა ოკუპირებულ აფხაზეთში

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შედეგად გარდაცვალების მე-8 შემთხვევა დაფიქსირდა

დატოვე კომენტარი