განცხადებები

«რუსული ჯარების დანაკარგები კოლოსალურია»

«ჩვენი შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ მტერს წაართვან უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების სურვილი. რუსული ჯარების დანაკარგები კოლოსალურია. მე-17 დღეს დამპყრობელთა დანაკარგების დინამიკა უკვე ისეთია, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ: ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა რუსული არმიისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში,

ჩვენ ვაგრძელებთ ევროპელებთან ერთად მუშაობას ორი მიმართულებით. პირველი არის უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში. ჩვენ ვმუშაობთ ევროკომისიასთან, რათა შევთანხმდეთ ყველა პროცედურაზე ევროკავშირისკენ რაც შეიძლება სწრაფად მსვლელობისთვის. მეორე – მნიშვნელოვანი, პრიორიტეტული სანქციებია. ჩვენ ველოდებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ახალ პაკეტს, რათა მათ გაიგონ, რომ მათი ეკონომიკა ამ ომს უბრალოდ ვერ გადაურჩება,

უკრაინელებო, მსურს, რომ სწორად გამიგოთ. შესანიშნავი წარმატებები გვაქვს. უკვე ისტორიაში შევიდა ის, თუ როგორ წინააღმდეგობას უწევს უკრაინელი ხალხი ამ დამპყრობლებს, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევამციროთ თავდაცვის ინტენსივობა. რაც არ უნდა რთული იყოს ჩვენთვის, ჩვენ არ გვაქვს უფლება, შევამციროთ ჩვენი წინააღმდეგობის ენერგია»-განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოს ვიცე-პრემიერი პუტინს უსმენდა

რა პირობას დებს ემანუელ მაკრონი?

საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი იქნება-ირაკლი კობახიძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი