სოცქსელი

„რუსთავი 2ის სახელით, პირდაპირ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგვაგებინეთ, ბოლობოლო, რა ხდება და მედია როგორ მოიქცეს შექმნილ ვითარებაში»-ნიკა გვარამია

«რუსთავი2»-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ხურვალეთში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს:

„რუსთავი 2ის სახელით, პირდაპირ მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაგვაგებინეთ, ბოლობოლო, რა ხდება და მედია როგორ მოიქცეს შექმნილ ვითარებაში.

გვესმის და ვაცნობიერებთ, რომ მოვლენების თვითდინებით გაშუქებით შესაძლოა მაღალი სახელმწიფო ინტერესი დავაზიანოთ. ამიტომ, დავემორჩილებით კომპეტენტური ორგანოების მიერ განსაზღვრულ ჩარჩოებს და დანაწესებს. ასე ხდება ნორმალურ სახელმწიფოებში, ასე იყო 2008 წელს და ასეა სწორი. ან გვითხარით რამე და დაგვიწესეთ მოქმედების ფარგლები, ან მერე ნუ დაგვბრალდება, რომ რაიმე ნეგატიური პროცესების განვითარებას შევუწყვეთ ხელი.

გთხოვთ, გააცნობიეროთ, რომ მედიის მენეჯმენტი კრიზის მენეჯმენტის ნაწილია და არ შეიძლება ამ ფაქტორის ასე უყურადღებოდ და თვითდინებაზე მიშვება. ჟურნალისტი საკუთარ ჟურნალისტურ ინსტიქტს ემორჩილება და შესაძლოა ვერ გააკონტროლოს ან საერთოდაც ვერ გააცნობიეროს სახელმწიფო ინტერესის დაზიანება.

ps მინდა მივმართო ყველას, იქნება ეს მედიის წარმომადგენელი, თუ საზოგადოებრივი აქტივისტი: გთხოვთ, მაქსიმალურად შევეცადოთ და თავი შევიკავოთ, რომ უნებლიედ, პატრიოტული თუ მაღალპროფესიული განზრახვებით, პროცესების იმგვარად განვითარებას არ შევუწყოთ ხელი, რაც ჩვენს ქვეყანას დააზიანებს. მთავრობის უგუნურობა და უსუსურობა ვერ იქნება მერე ინდულგენცია, სამწუხაროდ. ისიც გავითვალისწინოთ, რომ ამ ხელისუფლების საყვარელი სვლაა სხვისთვის («პროვოკატორები») პრობლემების გადაბრალება. ისიც გვახსოვდეს, რომ ამ ხელისუფლების ღია ნარატივია, რომ ომი ქართველებმა დავიწყეთ. მოკლედ, მოვერიდოთ იმას, რასაც მერე გამართლება ვერ ექნება.“- წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«აი ესაა ერთ—ერთი მსხვილი სისხლის მსმელი ჩვენი ხალხისა და ბენზინის უპირველესი გამძვირებელი»-შალვა ნათელაშვილი

«შევარდნაძესთან ერთად უნდა დამთავრებულყო მისი მთავარი პარტნიორის- ილია მეორის ეპოქაც…»

«რუსებს აუნთეთ მწვანე, ხომ? თქვენი მოღალატე დედა მოვ@#ან»

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი