covid-19მსოფლიოში

რუსეთში, კორონავირუსიანი პენსიონერი სადარბაზომდე მიიყვანეს და იქვე დატოვეს

რუსი პენსიონერი, ევგენი პეჩურინი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, მოსკოვის საავადმყოფოდან სახლში დააბრუნეს და სადარბაზოს შესასვლელში დატოვეს, სადაც მოგვიანებით გონება დაკარგა და დაეცა, — ამის შესახებ ინფორმაციას Baza Telegram ავრცელებს.

არხის ცნობით, პირველად 75 წლის პენსიონერი გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს აპრილის დასაწყისში. თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ ის სახლში დააბრუნეს, რადგან ის საავადმყოფო რომელშიც იწვა ზემოაღნიშნული პაციენტი, კორონავირუსზე გადაპროფილდა.

18 აპრილს, პეჩურინი კვლავ იმავე მიზეზით, რაც პირველ შემთხვევაში, მოსკოვის #36 საქალაქო კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ, მას ტემპერატურამ აუწია. მოგვიანებით კი კორონავირუსზე ჩატარებულმა ტესტმა დადებითი შედეგი დააფიქსირა. ამის შემდეგ დეპარტამენტის უფროსი დაუკავშირდა პენსიონრის ნათესავებს და მოითხოვა იზოლირებისთვის მისი სახლში გადაყვანა.

ერთი დღის შემდეგ მამაკაცი საკუთარ სახლში მიიყვანეს და შესასვლელთან დატოვეს, თუმცა ბინამდე არ მიიყვანეს. გონებადაკარგული პეჩურინი მეზობლებმა სადარბაზოსთან შემთხვევით იპოვეს. ისინი შეეცადნენ მის დახმარებას, თუმცა მისი დიაგნოზის შესახებ არავინ იცოდა. ამ დროისთვის პენსიონერი #15-ე ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეზობლები კი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

პენიტენციური სისტემის თანამშრომლები კვირაში ერთხელ გაივლიან PCR ტესტირებას

ზუგდიდის ინფექციურიდან პირველი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა

ესპანეთში, 23 წლის საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

დატოვე კომენტარი