განცხადებები

«რუსეთს დამნაშავეებს გადასცემ, შენი უდანაშაულო კაცი იქიდან როგორ ვერ გამოგიხსნია?!»-მეუფე იაკობი ხელისუფლებას აკრიტიკებს

ბოდბელმა ეპისკოპოსმა, იაკობ იაკობაშვილმა დღევანდელი ქადაგების დროს ხელისუფლება გააკრიტიკა.

“წინა დღეებში ჩვენებმა ექსტრადირება გაუკეთეს რუსეთში ორ პატიმარს. შე დალოცვილო, რუსეთთან, რომელთანაც საომარი ის გაქვს, კარგი, დამნაშავეებს გადასცემ, შენი უდანაშაულო კაცი იქიდან როგორ ვერ გამოგიხსნია?! იმას ისე როგორ გადასცემ, ეფესბესთან და შესაბამის სტრუქტურებთან თუ არა გაქვს კავშირი და ნუ დამაჯერებს იმას, რომ ეფესბემ მოინდომოს და ვაჟა [გაფრინდაშვილი] აქეთ არ ჩამოვა? მე არც პოზიცია ვარ, არც ოპოზიცია, მე ვარ ქართველი და მინდა საქართველოს სიძლიერე, ამიტომ რაღაც-რაღაცებს მკაცრადაც ვიტყვი. ჩემთვის არ არის ის ავტორიტეტი საქართველოში, რომ ამ შემთხვევაში არ დავუპირისპირდე»-განაცხადა მეუფემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

დიდ დიღომში შესაძლოა მიწისზედა მეტრო ან ტრამვაი აშენდეს

«ნაციონალური მოძრაობის» საგანგებო განცხადება (ვიდეო)

«პერსონალურად ვთხოვ ქალბატონ თამარ ჩარკვიანს…»-მაჩალიკაშვილის მიმართვა

roma sajaia

დატოვე კომენტარი