სხვადასხვა

«რუსეთი ოკუპანტია»- «რუსთავი2»-ის ჟურნალისტი რუსეთის დელეგაციას (ვიდეო)

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ  ლუქსებურში «კურიერთან» საქართველოს სუვერენიტეტს შეურაცხოფა მიაყენა და განაცხადა, რომ  საქართველოში მის მეგობარ პოლიტიკოსებსაც არ მიაჩნიათ აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად.

„საქართველო ვალდებული იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ყველა დელეგატის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მოეხდინა, ეს არ გაკეთდა. ბატონი გავრილოვი მიიწვია საქართველოს პარლამენტმა, რომ სხდომა ჩაეტარებინა დიდ დარბაზში, ის დაპატიჟა საქართველოს პარლამენტმა, სწორედ ქართული მხარე იყო ინიციატორი პლენარული სესიის პარლამენტის დიდ დარბაზში ჩატარების. ეს რომ ყოფილიყო რომელიმე კინოთეატრში, ის მაინც თავმჯდომარის სკამს დაიკავებდა. რაც მოხდა იყო პროვოკაცია, რომ გამოეწვიათ სკანდალი და პროტესტი, ეს მიუღებელი და შეურაცხმყოფელია,“

„ძალიან ბევრი მეგობარი მყავს საქართველოში და მინდა, გითხრათ, რომ ყველას, მათ შორის პოლიტიკოსებსაც, არ მიაჩნიათ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებად,“ -განაცხადა  რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ლეონიდ სლუცკიმ.

Loading…

მსგავსი პოსტები

შვილები დამიბრუნონ თორემ ბენზინს გადავისხამ და თავს დავიწვავ

ჭიათურაში მაღაროელებმა პროტესტი შეწყვიტეს

თეა დარჩიამ რუსთაველზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ცეკვა მიუძღვნა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი