სამხედრო

რუსეთის S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე განალაგა

აზოვის ზღვაში მომხდარი ინცინდენტის შემდეგ რუსეთმა ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე S-400 ტიპის სარაკეტო სისტემა განალაგა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ S-400-ების განლაგება გარე საფრთხეებისგან საჰაერო სივრცის დაცვასა და ნახევარკუნძულის უსაფრთხოების გაძლიერებას ემსახურება.

სამხედრო მეთაურების ინფორმაციით, ახალ სარაკეტო სისტემას სამიზნის განადგურება 30 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია.

კიევი ამ ნაბიჯს მორიგ აგრესიად აფასებს.

აზოვის ზღვაში მომხდარი თავდასხმის შემდეგ უკრაინამ სამხედრო მდგომარეობა უკვე გამოაცხადა. გარდა ამისა, კიევი რუსეთთან არსებულ 40-მდე შეთანხმებას მორატორიუმს უცხადებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის ინიციატივაც დააყენა.

წყარო:რუსთავი2 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

უკრაინამ სამხედრო წვრთნა პრორუსი სეპარატისტების მიერ დაკავებული დონეცკიდან 150 კილომეტრში ჩაატარა

ევროკავშირი მხარეებს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ, დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებს

Joni Kvaracxelia

გაერო ლიბანის დახმარებას განაგრძობს

დატოვე კომენტარი