განცხადებებისამხედრო

რუსეთის გაუფრთხილებლად აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა 100 მეტი რაკეტა გაუშვეს ასადის რეჟიმზე

100-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს შაბათ დილით აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. დონალდ ტრამპა განცხადება გააკეთა შეტევის დაწყებაზე: «მე გავეცი ბრძანება აშშ-ს შეიარაღებულ ძალებს განახორციელონ სარაკეტო დარტყმები სირიელი დიქტატორის, ბაშარ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. ერთობლივ ოპერაციაში ჩაერთო საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალები.»

ტრამპის თქმით, ასადის მოქმედებებს აუცილებლად უპასუხებს მომავალშიც ყველა, მის ხელთ არსებული საშუალებებით, სამხედრო, ეკონომიკური თუ დიპლომატიური.

«აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ერთობლივად მოქმედებენ. მათი მთავარი სამიზნე იყო და არის ქიმიური იარაღის საწარმოები. ავარჩიეთ ისეთო ობიექტები, რომლის დარტყმისას მინიმალური ყოფილიყო მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობას შორის,» — განაცხადა აშშ-ს დავდაცვის მინისტრმა, ჯეიმს მეტისმა.

ფაქტები.ჯი

 

მსგავსი პოსტები

«დამანახე ვაჟკაცობა, ერთი ხელი მომიქნიე, შვილს გეფიცები თქვენს გვერდით დავდგები იმ «პრაიდის» აქციაზე»-უფლებადამცველი დავით ლორია(ვიდეო)

ქართველი ინტერნეტპროვაიდერების 2018 წლის ჯამური შემოსავალი 45 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს

თბილისში მგზავრის გაუპატიურებისა და ძარცვისთვის ტაქსის მძღოლს 8 წელი მიესაჯა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი