სოცქსელი

«რუსეთის აგენტს აბარებთ აფხაზეთის მთავრობას!»

«ქრონიკა პლუსის» რედაქტორი ელისო კილაძე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ რუსლან აბაშიძის შესაძლო დანიშვნას გამოეხმაურა.

«ალო,ოცნება !
აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ რომ რუსლან აბაშიძეს ნიშნავთ,ვინ არის იცით?!
ნაცების დროს საქართველოს ელჩი იყო ესტონეთში,ესტონეთის დაზვერვამ სააკაშვილის ხელისუფლებას მიაწოდა ინფორმაცია რომ ის რუსეთის ფსბ-სთან თანამშრომლობდა.
ფაქტი არ გახმაურდა,მაგრამ აბაშიძე გააგდეს !
რუსეთის აგენტს აბარებთ აფხაზეთის მთავრობას !!!!!!»

«ისევ რუსლან აბაშიძეზე-სახელმწიფო მინისტრის მოქმედ მოადგილეზე გამოძიება 2018 წელს დაიწყო.კომპანიაTbilisi HIlst Golf&Residences ხელმძღვანელობა მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას ედავებოდა.ის 2018 წლის აპრილამდე ამ კომპანიის დირექტორი იყო და თანამდებობა იძულებით დაატოვებინეს !
რუსლან აბაშიძის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია იყო
სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიის დაფინანსების შემდეგ,მისი საქმე თაროზე შემოდეს !
ამ კორუმპირებულ ქოცს და რუსეთის გავლენის აგენტს (იხ.წინა სტატუსი)აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარედ ნიშნავენ !
ბოსელს ნუ დაამსგავსეთ ქვეყანა !!!!»-წერს სოციალურ ქსელში ელისო კილაძე.

მოგეხსენებათ ვახტანგ ყოლბაია 2013 წლიდან აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელია და მას სავარაუდოდ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე რუსლან აბაშიძე შეცვლის.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«როგორც პიროვნება არის სუფთა არაკაცი, სიტყვის, პირის არმქონე, დემაგოგი, უსინდისო»-ცოტნე გამსახურდია დავით სერგეენკოზე

«მე საპატრულო პოლიციის ოფიცერი არ ვაძლევ ხმას სალომე ზურაბიშვილს»-გიორგი ბაბუნაშვილი

«ქაცარავასთან ერთად არიან იმედით ანთებული ადამიანები, რომ შენი და ჩემი მიწა არ წაიღონ ღორებმა»-დომენიკ მანგო

დატოვე კომენტარი