სხვადასხვა

როდის დაბრუნდება ფეხბურთი

იტალიის «A» ჯგუფის სერიის საფეხბურთო კლუბი «Sassuolo», პირველი გუნდია, რომელიც პანდემიის გამო შესვენების შემდეგ კვლავ იწყებს ვარჯიშებს. იტალიის ჩემპიონატი 10 მარტს შეჩერდა.

გუნდის წარმომადგენლების თქმით, თავდაპირველად, მოთამაშეებს შეეძლებათ თოთი-თითოდ ივარჯიშონ, ხოლო გუნდური ვარჯიში ოფიციალურად განახლდება 18 მაისს, სოციალური დისტანციური ზომების გათვალისწინებით.

იტალიაში, კორონავირუსისგან სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი რჩება ევროპაში, დაიღუპა თითქმის 29 ათასი ადამიანი.

დახურულ ტრიბუნებში ბუნდესლიგის სეზონის განაახლების შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვა გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჰორსტ სეჰოფერმა. მისი თქმით, თუ აღმოჩნდება, რომ გუნდში ვინმე არის დაავადებული, კლუბს მოუწევს იზოლირება ორი კვირის განმავლობაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსთაველის თეატრის დასი მოსკოვში მიემგზავრება

roma sajaia

ნავალნის ცხედარი დედას გადასცეს?

roma sajaia

ქრისტეს ეკლის გვირგვინი ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს გადაურჩა

დატოვე კომენტარი