განცხადებები

როდისთვის აპირებს ქიბარ ხალვაში საინფორმაციო მაუწყებლობის აღდგენას?

რუსთავი2-ის ახალი მფლობელი, ქიბარ ხალვაში არხიდან ჟურნალისტების ძირითადი ნაწილის წასვლას გამოეხმაურა. ის ვარაუდობს, რომ საინფორმაციო მაუწყებლობა სავარაუდოდ სექტემბრიდან აღდგება.

„ერთი კვირის წინ არხის განვითარების სწრაფი გეგმა მქონდა, დღეს თუ ამას ობიექტურად შევხედავთ მყარი განვითარების გეგმა მაქვს, მაგრამ ის სწრაფი აღარ არის. ჩვენ ვფიქრობთ ახლა კადრებზეც, ძველებზეც. ჩვენ ვიქნებით ობიექტური, კრიტიკული ტელევიზია. მე ვფიქრობ, რომ ძველი კადრები შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი გახდნენ. თუ მობრუნდებიან ვიქნებით ბედნიერები, თუ არადა ახალს ვიპოვით. მაყურებელი „კურიერს“ იხილავს უახლოეს დღეებში, შევეცდებით რომ აღვადგინოთ მაუწყებლობა, ალბათ სექტემბრამდე დაგვჭირდება დრო“, — განაცხადა ხალვაშმა.

შეგახსენებთ, რომ დღეს გადაცემა „PS“-ის გუნდმა „რუსთავი 2“ დატოვა, მანამდე ტელევიზია „კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«სამ დღეში უნდა დაიკეტოს ყველა გზა და ბილიკი საქართველომდე და საქართველოდან»-კადიროვი საქართველოს ემუქრება

Joni Kvaracxelia

რა განაცხადა წულუკიანმა გელათთან დაკავშირებით?

roma sajaia

«ვგულშემატკივრობდი რუსეთის წინააღმდეგ, ხორვატიის ნაკრებს. ამას ვაღიარებ და საერთოდ არ ვნანობ, რაც გავაკეთე»

დატოვე კომენტარი