covid-19განცხადებები

როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია შეგიძლიათ პირბადის გარეშე იყოთ-პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორედ ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

«მეორე ინექციის გაკეთებიდან ორ კვირაში ითვლება, რომ ადამიანი უკვე არის სრულად იმუნური. აქედან გამომდინარე, დაახლოებით მეორე აცრიდან ორი კვირის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ, ძალიან თავისუფლად, პირბადის გარეშე იყოთ, თუ გარემოცვაში ყველა აცრილია. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც თქვენ გარშემო ყველა ორჯერ აცრილია, თქვენ უკვე შეგიძლიათ, პირბადის გარეშე იყოთ თქვენს ახლობლებთან ერთად, ჩაეხუტოთ მათ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე მათთან ერთად იყოთ ერთ სუფრასთან. ამისათვის საჭიროა, რომ თქვენ გარშემო ყველა იყოს ორჯერ აცრილი»- განაცხადა პაატა იმნაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

» რუსთავი 2 არის სიცრუეზე, სიბოროტეზე, ღვარძლზე, შუღლზე დაფუძნებული ტელევიზია»-კალაძე

ჩვენ ახლა უკეთ ვუმკლავდებით ვირუსს — თენგიზ ცერცვაძე

კოვიდსტატისტიკა იტალიაში

დატოვე კომენტარი