პერსონასოცქსელი

როგორ ჩამოვშალე და თავიდან ავაშენე პოლიცია საქართველოში- ამერიკის შეერტებულ შტატებს შეუძლია გააკეთოს იგივე

საქართველოს ექს პრეზიდენტი: მიხეილ სააკაშვილი პოლიციის რეფორმაზე საქართველოში.

2004 წელს, ვარდების რევოლუციის შემდგომ, მე გავხდი პრეზიდენტი არშემდგარი სახელმწიფოსი. სამართალდამცავი ინსტიტუციები მუშაობდნენ, როგორც კრიმილანური დაჯგუფებები. წარმომადგენლები ითხოვდნენ ქრთამს,ვაჭრობდნენ ნარკოტიკებითა და იარაღით, ემსახურებოდნენ პოლიტიკური და ბიზნეს ელიტებს, როგორც ვიწრო ჯგუფისთვის დაქირავებული ძალები. საქართველო იყო მაგალითი „მტაცებლური მმართველობის“:პოლიცია არ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ ძირითად მოვალეობას, ხალხის უსაფრთხოების დაცვის ნაცვლად, ისინი იყვნენ დაკავებულნი ფულის გამოძალვით და საკუთარი და მათი მფარველების გამდიდრებით. 2003 წელს ჩატარებული კვლევის შედეგებით, მოსახლეობის მხოლოდ 2.3 პროცენტი აფასებდა პოლიციას დადებითად. ჩვენ ეს რამოდენიმე წელში ისე შევცვალეთ, რომ შეგვიძლია ჩვენი გამოცდილება სხვა ქვეყნებსაც გავუზიაროთ, მათ შორის შეერთებულ შტატებს, რომელსაც აქვს სირთულეები პოლიციის რეფორმასთან დაკავშირებით.
კორუფციამ კანონის აღმასრულებელ რგოლში გააძლიერა ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები-„კანონიერი ქურდები“. კრიმინალური დაჯგუფების ლიდერები მოქმედებდნენ არა მხოლოდ როგორც პოლიციელები, არამედ მოსამართლეები,ნაფიცი მსაჯულები და აღმასრულებელნი. პოლიცია თავის მხრივ თანამშრომლობდა კრიმინალურ ჯგუფებთან. გამოკითხვამ 1993 წელს აჩვენა, რომ გამოკითხულ ბავშვთა მეოთხედს სურდა გამხდარიყო კანონიერი ქურდი. ამ ახალგაზრდებს საკუთარი თვალით ჰქონდათ ნანახი, თუ როგორ იყენებდა პოლიცია მის უფლება-მოსილებას მხოლოდ საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით, შესაბამისად კრიმინალებს აყენებდნენ უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე კანონს და მის „დამცველებს“.
ამ ვითარებაში პოლიციის რეფორმა იყო არა მხოლოდ ინსტიტუციების რესტრუქტურიზაციის საკითხი. საჭირო იყო მენტალურად გატეხილი,ცინიკური და შიშით სავსე საზოგადოების გარდაქმნა.იმისათვის, რომ ხალხს პოლიციისადმი ნდობა გაჩენოდა, ჩვენ -ახალ პოლიტიკურ ელიტას უნდა მოგვეპოვებინა მათი ნდობა. საჭირო იყო ძველის დანგრევა და სრულიად ახლის აშენება. საჭირო იყო სწრაფი მოქმედება, რადგან „ვარდების რევოლოციის“ შემდგომ, საზოგადოება გაერთიანდა და ითხოვდა რეფორმებს, რეფორმებს, რომელიც იქნებოდა შედეგზე ორიენტირებული, რათა ხალხს ეს უკანასკნელი საკუთარი თვალით ენახა.
საწყისი ეტაპისთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა კონტროლისა და უსაფრთხოების მექანიზმის სახელწიფოსთვის დაბრუნება. ვანო მერაბიშვილმა, მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა: ჩვენ ჩამოვართმევთ კანონიერ ქურდებს სასახლეებს, რომლებიც მათ ხალხისთვის წართმეული ფულით ააშენეს, მათ ადგილას კი გავხსნით პოლიციას. ზუსტად ასე მოვიქეცით, მილიარდ დოლარზე მეტი თანხა შემოვიდა ბიუჯეტში, როდესაც კანონიერი ქურდების მიერ მოპარული ქონება შეფასდა. პოლიციის ახალი შენობები აშენდა მთელ საქართველოში, შენობები იყო თავიდან ბოლომდე შუშის, ეს არ იყო უბრალოდ დიზაინის საკითხი-შენობა, რომელიც ემსახურება კანონის აღსრულებას უნდა იყოს გამჭვირვალე.
ამავდროულად, ჩვენ გავანადგურეთ საბჭოთა გადმონაშთები პოლიტიკაში და ჩავანაცვლეთ სამართლიანობითა და კანონის აღსრულებით.ჩვენ ძირფესვიანად აღმოვფხვერით უსარგებლო და კორუფციული სქემებით მომუშავე სააგეტოები, ისე რომ მათი აღდგენა შეუძლებელია. გაუქმდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო-სუკ(KGB)-ის რელიქვია საქართველოში.დავშალეთ საგზაო პოლიცია, გავათავისუფლეთ ათასობით ადამიანი, რომლებიც პოლიციის სახელით, გზებზე მოსახლეობის ძარცვით იყვნენ დაკავებულნი. ისინი ჩავანაცვლეთ სრულიად სახეცვლილი საპატრულო პოლიციით, სადაც დავასაქმეთ ახალი ადამიანები რომელთაც არავითარი კავშირი არ ქონდათ ძელ კორუმპირებულ ელიტებთან. ახალი კადრები, შერჩეულნი იყვნენ კონკურსის საფუძველზე,მათ ჩააბარეს საკმაოდ რთული გამოცდა, გაიარეს გადამზადება ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: დაყოლიება, მოლაპარაკება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ამ გზით ჩვენ ვეცადეთ მინიმუმამდე დაგვეყვანა მომავალში ძალაუფლების გადამეტების პოტენციური შემთხვევები.
ჩვენი შევამცირეთ კადრების რაოდენობა 56,000 დან 33,000-მდე.ძალადობრივი დანაშაულებები შემცირდა 66 პროცენტით რეფორმების გატარების შემდგომ.მანქანების გატაცება, რომელიც ძალიან ხშირი იყო, თითქმის გაქრა. ჯამურად დანაშაულის რაოდენობა 50 პროცენტზე მეტად შემცირდა, საქართველო ხდებოდა ერთ-ერთი ყველაზე უფრო უსაფრთხო ქვეყანა მსოფლიოში. ჩვენ არ გვჭირდებოდა უამრავი პოლიციელი, ჩვენ გვჭირდებოდა კარგი პოლიცია.
რეფორმებამდე, ნიჭიერი ახალგაზრდები, არასდროს მიოაზრებდნენ თავს კანონის აღსრულების სფეროში, ჩვენ ეს უნდა შეგვეცვალა. საჭირო ხალხის გარეშე, საუკეთესო პოლიციაც კი ვერ მიაღწევდა წარმატებას. ამ მიზნის მისაღწევად, დაარსდა პოლიციის აკადემია, შეიქმნა თანამედროვე უნიფორმები,იმპორტირებული იქნა ახალი მანქანები და აღჭურვილობა. ამ ინვესტიციამ გააუმჯობესა პროფესიონალიზმი, პერსონალი და პოლიციისადმი დამოკიდებულება.
პროფესიონალმა პოლიციელებმა დაიწყეს შესაბამისი ხელფასის მიღება. ჩემ პრეიდენტობამდე პოლიციის ოფიცრების ხელფასი შეადგენდა 44 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, მუშაობდნენ რა იმ მოლოდინით, რომ სახელფასო დანაკლისს ისინი ქრთამების სახით აინაზღაურებდნენ. პოლიციის ხელფასი, რეფორმის შემდგომ თითქმის ათჯერ გაიზარდა. მას შემდგომ რაც პოლიციელები იღებდნენ სოლიდურ გასამრჯელოს, ჩვენ გამოვუცხადეთ ნულოვანი ტოლერანტობა კორუფციას.საჯარო მოხელეები აღარ სარგებლობდნენ რაიმე ტიპის შეღავათებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო სატელევიზიო გადაცემის ჩვენება, სადაც ხალხი თვალნათლივ ხედავდა, თუ როგორ ისჯებოდნენ კორუმპირებული ჩინოვნიკები.
ამგვარად ჩვენ მოვახერხეთ წელში გაგვეტეხა პოსტ-საბჭოთა პატრონაჟის სისტემა.2013 წელს, ჩემი პრეზიდენტობის დასასრულისათვის პოლიციას ჰქონდა ძალიან დიდი ნდობა, 87 პროცენტი მოსახლეობისა დადებითად აფასებდა მათ. ეს რიცხვი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
საქართველოს გამოყვანამ არშემდგარი სახელმწიფოს მდგომარეობიდან მასწავლა ერთი რამ, ნახევრად მიღებული ზომები არასდროს მუშაობს. ისინი ვინც სარგებელს იღებენ არსებული სიტუაციიიდან, ყოველთვის შეეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. თუმცა როდესაც ვითარება საკმარისად არის მომწიფებული ცვლილებებისთვის, არ უნდა დაჯერდე მხოლოდ გაუმჯობესებას, აუცილებელია მოახდინო ძირეული გარდატეხა.
იმისათვის რომ მოხდეს ცვლილებები ამერიკულ პოლიციურ სისტემაში, საჭიროა დეტალური შესწავლა და რადიკალური ცვლილებები, ისეთი როგორიც იყო მაგალითად საქართველოში მთელი ქვეყნის პოლიციელების გათავისუფლება, მაგრამ ისიც ფაქტია რომ ამერიკელები ნაკლებად უჭერენ მხარს ასეთ რადიკალურ ზომებს. პოლიციისათვის დაფინანსების შემცირებამ შესაძლოა შედეგად მოიტანოს უსაფთხოების სამსახურების პრივატიზება, ძვირადღირებული პირადი დაცვის დაქირავება და ა. შ. მაშინ როცა ღარიბებს გაუარესებულ კრიმინალურ გარემოში მოუწევთ ცხოვრება. ეს საკითხი იმსახურებს დიდ ყურადღებას, ასევე საჭიროა ისეთი გამოცდილების გათვალისწინებაც, როგორიც აქვს ადამიანს, რომელსაც უცხოვრია ქვეყანაში, სადაც ერთ დროს ოლიგარქებისა და კრიმინალების მიერ დაქირავებული დაჯგუფებები აკონტროლებდნენ ქუჩებს.

Loading…

კრეატიული დესტრუქცია, აუცილებლად ითხოვს უკეთესი ალტერნატივის შეთავაზებას. სავარაუდოდ ზოგიერთ ქალაქში შეიძლება ტრადიციული პოლიციის ალტერნატივა იქნას შეთავაზებული.წარმატების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი გავრცელება მთელ შეერთებულ შტატებზე. საქართველოს მოსახლეობა დაახლოებით 3,7 მილიონს შეადგენს, თუმცა მხოლოდ რაოდენობა არ ხსნის საქართველოს წარმატებას. როდესაც მე ამირჩიეს პრეზიდენტად, ქართველმა ხალხმა მომცა ნდობის მანდატი, დამენგრია სისტემა, რომელიც არ ემსახურებოდა მათ. სისტემის სრული გარდაქმნა შესაძლებელი გახდა, რადგან მოქალაქეები და მთავრობა გაერთიანდნენ შედეგის მისაღწევად.
შეერთებული შტატები დღეისათვის, გაცილებით უფრო ფრაგმენტულია, ვიდრე საქართველო 2004 წელს, თუმცა მასობრივი პროტესტები მოწმობს, რომ ამერიკელები უკმაყოფილონი არიან არსებული მდგომარეობით. ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით ამერიკელების ორი-მესამედი ფიქრობს, რომ მათი ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. ცვლილება არის სასწრაფო და აუცილებელი, თუმცა რა ტიპის ცვლილება სჭირდება ამერიკას?
პირველი: გამჭვირვალობა არის აუცილებელი. პოლიციის დეპარტამენტი უნდა მუშაობდეს ნათელი და ზუსტი გაიდლაინებით. მრავალფეროვანი ტრენინგები უნდა ჩატარდეს პოლიციელებისთვის, განსაკუთრებით კრიზის მენეჯმენტსა და კონფლიქტების მოგვარებაში. სასურველია ტექნოლოგიის გამოყენება, მათ ძალუძთ გამჭვირვალობის გაზრდა და ნდობის მოპოვებაში დახმარების გაწევა.მაგალითად: შესაძლებელია პოლიციელები აღიჭურვონ კამერებით, რომელიც მათ სამოსზე დამაგრდება და ჩანაწერის ნახვა შეეძლება როგორც სამართალდამცავ ორგანოებს, ასევე დამოუკიდებელ ექსპერტებს.
მეორე-ის ვინც იცავს სამართალსა და კანონს, არ შეიძლება იდგეს მასზე მაღლა. არასწორი ქმედების გამო, ოფიციოზის დაუსჯელობა, გამოიწვევს საზოგადოების მხრიდან უნდობლობას პოლიციის მიმართ. სისტემა არ უნდა ეყრდნობოდეს ორმაგ სტანდარტებს.
მესამე: აუციელებელია მყარი საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრატეგიის ჩამოყალიბება. საქართველოს შემთხვევაში: შუშის შენობები,ახალი უნიფორმები, თანამედროვე მანქანები ამ სტრატეგიის ნაწილი იყო. ამერიკის პოლიციის დეპარტამენტს შეუძლია გამოიყენოს კომპლექსური მიდგომა: ღონისძიებები და საგანმანათლებლო შეკრებები, იმ ადამიანების ჩართულობით ვინც დაინტერესებულია მოსახლეობასა და პოლიციას შორის ურთიერთობების დათბობით.
და ბოლოს, უნდა შეიცვალოს ადამიანური რესურსების მენეჯმენტი.ისინი ვინც ამართლებენ არსებულ ვითარებას, ამბობენ რომ პოლიცია ძირითადად არის კარგი, თუმცა გამოერევა რამდენიმე ადამიანი, რომელიც გადაამეტებს მის უფლება-მოვალეობებს, როგორიც არის მაგალითად: დერეკ ჩავინი, პირი რომელიც დაკავებულია ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის გამო, რის შედეგადაც გამოუსწორებელი ზიანი მიადგა ინსტიტუციას. მე მინდა ამ ადამიანებს ვუთხრა, რომ სწორედ ამ რამდენიმე პოლიციელს შეუძლია მთლიანად შეცვალოს და გააფუჭოს ინსტიტუციის სახე. საქართველოში უამრავი გვყავდა ასეთი, ამიტომ ჩვენ ისინი ყველა დავითხოვეთ.
აუცილებელია იყოს სათანადო ზრუნვაც პოლიციელებზე, გაიწეროს მათი სამუშაო გრაფიკი, ზედმეტმა საათებმა შესაძლოა მათი გადაღლა გამოიწვიოს, რაც შესრულებული სამუშაოს ხარისხზეც აისახება. სამუშაო პირობები ისე უნდა დალაგდეს რომ რისკები მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. დაწინაურების, დასჯისა და სამსახურიდან გაშვების პროცედურები პირდაპირ უნდა იყოს დაკავშირებული საჯარო ინტერესებთან.
ნდობის ნაკლებობა პოლიციის მიმართ მრავალ ქვეყანაშია გავრცელებული, ადამიანები მოიაზრებენ რომ პოლიცია მხოლოდ კონკრეტული ელიტების დაცვას ემსახურება. თუმცა, თუ ამის შეცვლა შეძლო საქართველომ, შეძლებს ამერიკაც. განხორციელებული რეფორმები კი მუდმივად მონიტორინგისა და განვითარების პროცესში უნდა იყოს, რადგან უკუსვლა ყოველთვის მოსალოდნელია. ჩემი მმართველობის შემდგომ, საქართველოს ახლანდელ მთავრობას, არაფერი უკეთებია გარდა აშენებული სისტემის ნგრევისა, შესაბამისად დაიკლო პოლიციის ნდობის ხარისხმაც, დაიწია რა 87 დან 59 პროცენტზე, განსაკუთრებით 2019 წელს, საპროტესტო აქციების ძალადობრივი გზით დაშლის შემდგომ.
სამართალდამცავი ორგანოები უნდა ემსახურებოდნენ საზოგადოების ინტერესებს, ეს ხდება მხოლოდ მაშინ როცა ქვეყანას ყავს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, ქართველი და ამერიკელი ხალხი ამ პასუხისმგებლობას სერიოზულად ეკიდება, რაც დიდი ოპტიმიზმის მომცემია.

ლიზი სიხარულიძის თარგმანი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«ადრე თუ გვიან ყველას მოგვიწევს კორონავირუსის გადატანა !»

roma sajaia

«პორნოს ბმული გავუგზავნე მათიკაშვილს, მიიღო ბმული…გადმოქაჩა და უყურა»-ზურაბ ჯაფარიძე

«უგულავამ სააკაშვილთან თანამშრომლობა გამორიცხა და ალასანია, უსუფაშვილთან სიამოვნებითო ეს მართლა ჯართი, ეს…»

დატოვე კომენტარი