საინტერესო

როგორ შეიძლება ბავშვებმა ინტერნეტში პრობლემები თავიდან აიცილონ: უსაფრთხოების წესები

თანამედროვე ბავშვები დიდ დროს ატარებენ ინტერნეტში, განსაკუთრებით კარანტინის დროს და სწრაფად სწავლობენ ქსელში ორიენტირებას. თუმცა, მათი ასაკის გამო, ყველა მათგანს არ შეუძლია გაიგოს ის საფრთხები, რომელიც იმალება ინტერნეტში.

«ბებიას წესი»
ექსპერტები მტკიცებით, მშობლებმა ბავშვებს უნდა ასწავლონ, რომ ინტერნეტით გააზიარონ მხოლოდ ის ინფორმაცია ან ფოტო, რომლთა ჩვენებაბებიებისთვის არ შერცხვებოდათ. ანუ გამოაქვეყნეთ მხოლოდ ის, რაც ბავშვებს ნამდვილად სურთ ყველას აჩვენონ და ეს მათ ზიანს არ მიაყენებს.

მოერიდეთ საეჭვო თემებს
მოზრდილებმა ასევე უნდა აუხსნან ბავშვებს, თუ რატომ არ უნდა გადავიდნენ საეჭვო ბმულებზე ან წაიკითხონ უცნაური შეტყობინებები. თუ ბავშვი ეჭვიანია, მაშინ მას ნუ შეეშინდება კითხოს მშობელს, რამდენად უსაფრთხოა მათი გახსნა.

დააყენეთ დაცვა
რეკომენდირებულია, მოზარდებმა დააყენონ ძლიერი პაროლები და კონტროლიც კი მოახდინონ თავიანთი ანგარიშებსა და გაჯეტებზე. კურიოზული სიტუაციების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ყოველთვის გამოხვიდეთ თქვენი პროფილებიდან და დაბლოკოთ კომპიუტერი იმ დროს, როდესაც არ იყენებთ მას.

შეინახეთ საიდუმლოებები
ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ მან არასოდეს გადასცენ ადამიანებს მის ტელეფონის ნომერი, სახლის მისამართი, პაროლები ან სხვა პირად მონაცემები. თუნდაც ის ადამიანი წარმოუდგეთ როგორც ნაცნობი. მათ თუ ნამდვილად ჭირდებათ სადმე პერსონალური მონაცემების განთავსება, მაშინ აუცილებელია მშობლებთან ერთად განიხილოს ეს.

შემოწმებული მეგობარი უკეთესია, ვიდრე ახალი ორი
ექსპერტების თქმით, სოციალურ ქსელებში ფრთხილად უნდა აირჩიოთ მეგობრები. არ ენდოთ უცნობ მეგობრებს და ნუ „დაუმეგობრდებით“ უცნობ ადამიანებს ინტერნეტით სანამ ძირეულად არ დააზუსტებთ მათ ვინაობას.

გააკეთეთ პაუზა
თუ თქვენ დაიღალეთ ინტერნეტში მუდმივი მუშაობით ან მიმოწერით, აუცილებელია დროდადრო შეისვენოთ. მაგ დროისთვის შეუქმენით ბავშვებს გრაფიკი, რომ მათ შეძლონ გაჯეტების გამოყენება. გამოყავით დღეში გარკვეული დრო ინტერნეტისთვის და აირჩიეთ კვირაში ერთი დღე, როდესაც საერთოდ არ უნდა აიღოთ ტელეფონი ხელში.

თამამად ილაპარაკე ცუდი აზრები
თუ ბავშვებს ინტერნეტით სარგებლობისას დაუგროვდათ ნეგატიური აზრები ან ემოციები, კერძოდ, ინტერნეტში უსიამოვნო საუბრისგან ან მიმოწერის დროს, აუცილებლად განიხილეთ ეს ფაქტი თუ ფაქტები მათთან ერთად. ბავშვები უნდა ენდობოდნენ მშობლებს, რათა უფროსები  დაეხმარონ მათ, ნებისმიერ დროს, მსგავსი ნეგატივების გამკლავებაში.

და ბოლოს, ევროკავშირში COVID-19 პანდემიის დროს, ინტერნეტში ბავშვების სექსუალური შევიწროების რიცხვი გაიზარდა. ამის შესახებ განაცხადა ევროკავშირის სამართალდამცავი სააგენტოს თავმჯდომარემ ქეთრინ დე ბოლლემ, რომელიც გვაფრთხილებს, რომ შესაძლოა უფრო მეტი მსგავსი შემთხვევა წარმოიშვას, წერს The News- ის ვებ – გვერდი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სენსაცია! იაპონელებმა ჭკვიანი მაისური შექმნეს

ტაილანდში 1 მილიონი ბავშვი მედიტირებდა მსოფლიო მშვიდობისთვის

Joni Kvaracxelia

რა ნიშნით შეირჩა თანამედროვე მარათონის სიგრძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი