პოლიტიკა

როგორ ნაწილდება მინისტრების პორტფელები

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა უკვე პარლამენტშია წარდგენილი დასამტკიცებლად. სიაში მხოლოდ იუსტიციის მინისტრი იცვლება — თეა წულუკიანს მისივე ყოფილი მოადგილე, გოჩა ლორთქიფანძე ჩაანაცვლებს. იგი იუსტიციის მინისტრის უცვლელი მოადგილეა 2013 წლიდან.
დანარჩენი სამინისტროებისთვის, პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინეს მოქმედი მინისტრები:
1. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო — მიხეილ ჩხენკელი;
2. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — ლევან დავითაშვილი;
3. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო — ნათელა თურნავა;
4. თავდაცვის სამინისტრო — ირაკლი ღარიბაშვილი;
5. იუსტიციის სამინისტრო — გოჩა ლორთქიფანიძე;
6. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო — ეკატერინე ტიკარაძე;
7. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო — მაია ცქიტიშვილი;
8. საგარეო საქმეთა სამინისტრო — დავით ზალკალიანი;
9. ფინანსთა სამინისტრო — ივანე მაჭავარიანი;
10. შინაგან საქმეთა სამინისტრო — ვახტანგ გომელაური;
11. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი — თეა ახვლედიანი.
გარდა ამისა, ცვლილებებია მოსალოდნელი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში. დღეს, 18 დეკემბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ «დიდი ალბათობით», ამ უწყებას კულტურის სამინისტრო ცალკე გამოყოფა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

იყრის თუ არა კენჭს ზუგდიდში გიული ალასანია?

roma sajaia

დღეს პარლამენტთან მასშტაბური აქცია გაიმართება

რა რეკომენდაციით გამოვიდა ევროკომისია

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი