განცხადებები

როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის საჩუქარია — კობახიძე «სისხლიან» ბანერებზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ქუჩებში გამოკრულ «სისხლიან» ბანერებზე ამბობს, რომ ეს «მადლიერი ხალხის საჩუქარია». მისივე თქმით, გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ყველას აქვს.

«რა თქმა უნდა, ვიღაცას შეიძლება მოწონდეს ესა თუ ის გამოხატვის ფორმა, ვიღაცას შეიძლება — არა, მაგრამ ეს არის გამოხატვის თავისუფლება. ეს არის, როგორც ჩანს, მადლიერი ხალხის, ასე ვთქვათ, საჩუქარი იმ ოპოზიციას, რომელიც 9 წლის მანძილზე უსასტიკესი მეთოდებით გამოირჩეოდა», — განაცხადა კობახიძემ.

თბილისში ბანერი წარწერით «არა ნაცებს, არა ბოროტებას» ისევ გამოჩნდა, თუმცა ამჯერად გიორგი გახარიას ფოტო დაამატეს, წარწერას კი «არა ღალატს». დედაქალაქის შემდეგ ბანერი წარწერით «არა ნაცებს, არა ბოროტებას» საქართველოს სხვა ქალაქებშიც გააკრეს.

ბანერზე გამოსახული არიან ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშილი, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია, პარლამენტის წევრი, გუბაზ სანიკიძე, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, მთავარი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე, გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე და ყოფილი პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია.

წარწერა: «არა ნაცებს, არა ბოროტებას» თბილისში პირველად 2018 წლის ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოჩნდა. მაშინ სარეკლამო ბილბორდზე ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერების ფოტოები იყო გამოსახული, წარწერაზე კი სისხლი ჩანდა. ამ თემაზე საუბრისას ქართულ ოცნებაში ამბობდნენ, რომ ბილბორდი მათი დაკვეთით არ გაკეთებულა და კერძო ინიციატივაა, თუმცა ამის თაობაზე ინფორმირებული იყვნენ.

Loading…

მსგავსი პოსტები

კორონავირუსთან დაკავშირებით სასწავლო დაწესებულებებში არდადეგები 1-ელ აპრილამდე გახანგრძლივდა, ხოლო სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა კი ერთი თვით გადავადდა

«მე არ ჩამითვლია საჭიროდ, რომ რაიმე განმეხორციელებინა’-დირექტორის მოადგილე ხორავას ქუჩის ტრაგედიაზე

«სალომე ზურაბიშვილი დათანხმდა აზერბაიჯანული მხარისთვის დავით გარეჯის ტერიტორიის გადაცემას»-თენგიზ ომანიძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი