განცხადებები

«როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას“-სანდრო ბრეგაძე „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერის ჩაშლას აპირებს

„ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე კინოთეატრებში გეი სიყვარულის შესახებ კინოჩვენებას არ დაუშვებს. შეგახსენებთ საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს  ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის მხატვრული ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ” პრემიერა გაიმართება.

«ესაა მამათმავლობის ტირაჟირება პროპაგანდის ხელშეწყობა, რომელსაც ჩვენ არ დავუშვებთ. ჯერ არ ვიცი რა ფორმით, თუმცა ნამდვილად ვიცი, რომ გავაპროტესტებთ. ამ კინოჩვენების წინააღმდეგ გამოსვლა თითოეული ქართველისა და მართლმადიდებელის ვალია. იმის გამო, რომ ვიღაცამ გრანტები ჩაიჯიბოს, ჩვენ მამათმავლობის რეკლამირებას არ დავუშვებთ, ეს ცალსახაა. ზაფხულში როგორც გეი აღლუმი ჩავშალეთ, ისევე ჩავშლით ამ კინოჩვენებას“ -აცხადებს «ქართული მარშის» ლიდერი  სანდრო ბრეგაძე.

 

Loading…

მსგავსი პოსტები

«ხვალ 18 ის გახდებოდა ეკა დეიდა ჩემი შვილი»-რას წერს ზაზა სარალიძე ეკა ბესელიაზე?

«ეტყობა ბესელიაზე ბევრს ვფიქრობ და მას გადავუგზავნე შეცდომით მესიჯები»-მდინარაძე ბესელიაზე

«ვიცი რატომაა გამწარებული»-გრიგოლ ვაშაძემ გიგა ბოკერიას უპასუხა(ვიდეო)

დატოვე კომენტარი