სხვადასხვა

როგორი ამინდი იქნება საქართველოში უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

«🌦 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში, ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით და სეტყვა აღინიშნოს.

🌤 15-18 მაისს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 16-18 მაისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

🌩 ქ. თბილისში 13-14 მაისს ღამისა და საღამოს საათებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 15-18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +29, +31 გრადუსამდე მოიმატებს.»-აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვაზი აჩეხილი და ჩემი და ცოტნეს საწოლი დამწვარი დახვდათ»-ანა ჯაბაური

roma sajaia

თაკო ჩარკვიანი და თამარ ჩერგოლეიშვილი ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს

Joni Kvaracxelia

მარტვილში 16 წლის გოგო ჩამომხვრჩვალი იპოვეს

დატოვე კომენტარი