პროტესტი

როგორია ოპოზიციის გეგმები?

უახლოეს ორ კვირაში ოპოზიცია რამდენიმე აქციას, ასევე, ორი შენობის პიკეტირებას გეგმავს. ამის შესახებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისივე თქმით, პარლამენტთან დღეს გაიშლება კარვები, სადაც იქნებიან ბათუმიდან, ქუთაისიდან და ზუგდიდიდან ჩამოსული ადამიანები. დეკანოიძემ აღნიშნა, რომ აქ იქნება უწყვეტი პროტესტი.

რაც შეეხება მომდევნო ორ კვირას, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, გეგმა ასეთია:

2 მარტს იგეგმება პარლამენტის შენობის პიკეტირება, 5 მარტს იგეგმება მთავრობის ადმინისტრაციის შენობის პიკეტირება.9 მარტს იგეგმება აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, 11 მარტს იგეგმება აქცია სასამართლოსთან, 13 მარტს იქნება კიდევ ერთი აქცია პარლამენტთან. ოპოზიციის აქცია, სადაც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გათავისუფლებას მოითხოვენ, თავდაპირველად ფილარმონიასთან დაიწყო და საქართველოს პარლამენტთან გაგრძელდა. ამ დროისთვის აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან მთარობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

დასავლეთ ირანში ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის დაკავებული ქალის გარდაცვალებას საპროტესტო აქცია და არეულობა მოჰყვა

Joni Kvaracxelia

აშშ-ის ელჩი საქართველოში, დეგნანი პირველად ეწვია ოძისის მახლობლად არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზს

Joni Kvaracxelia

პროტესტის ნიშნად მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა

დატოვე კომენტარი