სკანდალი

რისთვის ჩავიდა კახა კალაძე იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიაში?

კახა კალაძე კომპანია IDO SRL-ის მიერ თბილისისთვის განკუთვნილი საახალწლო ილუმინაციებისა და ნაძვის ხის დამზადების ბოლო ეტაპს გაეცნობა.

კომპანია IDO SRL-მა „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებული ტენდერები მოიგო, რომელთა ფარგლებში საახალწლოდ განათდება ქალაქის დიდი ნაწილი.

2020 წელს თბილისი ახალი ნაძვის ხით შეხვდება. შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ, იტალიურმა IDO SRL-მა მიიღო, რომელიც «თბილსერვის ჯგუფს», 25 მეტრის სიმაღლის ალუმინის კონსტრუქციის ნაძვის ხეს მიაწვდის, მანამდე ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერია ნაძვის ხესა და საახალწლო განათებებზე ₾2.8 მილიონს დახარჯავს.

თუმცა მერის იტალიაში ჩასვლა მხოლოდ საახალწლო ნაძვის ხის მონახულება როდი იყო. ის მის მეგობრებთან, არჩილ თალაკვაძესთან და ბექა ოდიშარიასთან ერთად კომოს ტბაზე,  საერთო მეგობრის დაბადების დღეზე მიიღებს მონაწილეობას.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ვაბშე, მიშას დავბრიდავ»: მირზა სუბელიანი მიხეილ სააკაშვილზე სკანდალურ ჩანაწერებში (ვიდეო)

ინფორმაცია აფხაზეთის მთავრობის დაუღალავი «შრომის» შესახებ: წელს გამწვანებაზე 372000 ლარს დახარჯავენ, მაგრამ მომუშავეთა რაოდენობა 0

Joni Kvaracxelia

ბადრი ჯაფარიძე დუმილს არღვევს-გახარიამ მუქარის წერილი გადმომცა

roma sajaia

დატოვე კომენტარი