განცხადებები

რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება-მამუკა მდინარაძე

ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აჰკიდოს მან მოსახლეობას თავისი ჭკუით – ამის შესახებ განცხადება, ფრაქცია „ქართული ოცნების» თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების დღემდე გაკეთებული ნაბიჯები არამხოლოდ პარლამენტარიზმისთვის, არამედ ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

«იმ შემთხვევაში, თუ სხვა პარტიები დარწმუნდებიან, რომ მათი ის სვლები იყო მათივე პარტიებისთვის წამგებიანი, რაც დღემდე გააკეთეს და არა მხოლოდ მათი პარტიებისთვის, არამედ ცუდი და დამაზიანებელია, ზოგადად, პარლამენტარიზმისთვის, საბოლოო ჯამში ქვეყნისათვის, მათი გეგმები არარეალურია. ბოკერიას რევოლუცია ამ ქვეყანაში ვერ შედგება, რაც არ უნდა ვალდებულება აჰკიდოს მან მოსახლეობას თავისი ჭკუით. 3%-იანი უმანდატო ლიდერის ჭკუაზე არ ივლის ეს ქვეყანა, არც საზოგადოება და არც ამ ვალდებულებას აიკიდებს თავზე.-განაცხადა მდინარაძემ.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბიძინა ივანიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

აპრილის თვეში დაფიქსირდა ეკონომიკის 44.8 პროცენტით ზრდა-ღარიბაშვილი

roma sajaia

«ჩვენ დამაჯერებლად ვიმარჯვებთ ამ არჩევნებში»-გროგოლ ვაშაძე

დატოვე კომენტარი