პოლიტიკა

რა ხდება აფაზეთის უმაღლეს საბჭოში?

გუშინ, აფხაზეთის ა/რ უმაღლეს საბჭოში დეპუტატების ნაწილი ჯემალ გამახარიას ხელმძღვანელობით არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დეპუტატებს მოახსენეს აფხაზეთის ა/რ მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სტრუქტურებში გამეფებულ კორუფციაზე და ნეპოტიზმის ფაქტებზე, აფხაზეთის ა/რ სახელმწიფო ბიუჯეტის უსამართლო და არამიზნობრივ ხარჯებზე, გალის რაიონში სამედიცინო პერსონალის უმძიმეს მდგომარეობაზე, მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი გაუგებარ სსიპ-ებზე და სხვა მრავალ დარღვევებზე. როგორც აღმოჩნდა დეპუტატებისთვის ამ ფაქტების უმეტესობა ცნობილი ყოფილა, რის გამოც მათ არ დაამტკიცეს მთავრობის დროებითი ხელმძღვანელის, ვახტანგ ყოლბაიას 2017 და 2018 წლის ანგარიში, თუმცა თავადაც აღიარებენ, რომ მათი მხრიდან, ეს ქმედება არ არის საკმარისი მთავრობაში გამეფებული დარღვევების აღმოსაფხვრელად.

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სამომავლოდ, აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურების რეფორმირების აუცილებლობაზე, ბიუჯეტის ფორმირების წესის გადახედვაზე, უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე და სხვა პოლიტიკურ საკითხებზე.

როგორც ცნობილია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ გია გვაზავას თავმჯდომარეობის 5 წლიანი ვადა ეწურება და შესაბამისად დეპუტატების გააქტიურებაც ამ საკითხს უკავშირდება. საბჭოს თავმჯდომარეობის ერთერთ კანდიდატად თავად ჯემალ გამახარია განიხილება, ხოლო მეორე კანდიდატი კი ვახტანგ ყოლბაიაა, რომელიც ცდილობს მთავრობის ხელმძღვანელობიდან უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად გადმობარგებას, ხოლო მთავრობის მართვა ქეთევან ბაკარაძეს ჩააბაროს, თუმცა ამ ადგილზე მურად აბლოთიასაც განიხილავენ.

პ.ს. როგორც ვხედავთ, აფხაზეთის ა/რ სახელისუფლებო სტრუქტურებში თანამდებობებისთვის დიდი ბრძოლები იწყება, მაგრამ იქნება თუ არა რიგითი დევნილებისთვის რაიმე სიკეთის მომტანი ეს ცვლილებები, ამაზე თავად დევნილებსაც კი არანაირი ილუზიები არ გააჩნიათ.

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ახალი კანდიდატი დაასახელა

27 ოქტომბერს 7 საარჩევნო უბანზე თვითმმართველობის შუალედური არჩევნები ჩატარდება

დემოგრაფიული საფრთხე აფხაზეთში

დატოვე კომენტარი