მსოფლიოში

რა შემთხვევაში შეიძლება შეიწყალონ ჯულიან ასანჟი?

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი შეიწყალოს, თუ ის დაასახელებს წყაროს, რომლისგანაც 2016 წელს დემოკრატიული პარტიის სერვერებიდან წერილების ასლები მიიღო. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს ასანჟის ადვოკატმა, ჯენიფერ რობინსონმა განუცხადა. რობინსონმა განაცხადა, რომ ესწრებოდა 2017 წელს გამართულ შეხვედრას, რომელზეც ტრამპთან დაახლოებულმა პირებმა — ყოფილმა კონგრესმენმა დეინა რორაბახერმა და აქტივისტმა ჩარლზ ჯონსონმა აღნიშნული პირობა დაასახელეს. „ჩვენ გვითხრეს, რომ ტრამპმა იცოდა ამ შეხვედრის შესახებ და მოგვიანებით რორაბახერი შეხვედრის დეტალებს და შეთავაზებაზე ჩვენს პასუხს გადასცემდა. შეთავაზებას ისინი ორივე მხარისთვის მომგებიანს უწოდედნენ“, — აცხადებს რობინსონი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ბალტიური ცოცხალი ჯაჭვი

ნიკოლა სარკოზი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

Joni Kvaracxelia

ზელენსკი ოკუპირებულ ტერიტორიებშიც უკრაინის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას გეგმავს

დატოვე კომენტარი