განცხადებები

რა უპასუხა მამუკა ბახტაძემ ევროსაბჭოში დეპუტატის კითხვას, ლგბტ სააზოგადოების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით?!

საქართველოს პრემიერ-მინისტრს , მამუკა ბახტაძეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ერთ-ერთმა დეპუტატმა  კითხვები 2018 წელს ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დაუსვა:

„ამის მიზეზი იყო მათ წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებები ულტრამემრაჯვენეებისა და ექსტრემისტების მხრიდან და ასევე პოლიციის მხრიდან მათი დაუცველობა. ეს არის მხოლოდ ერთი მაგალითი იმ პრობლემებისა, რომელსაც ლგბტ საზოგადოება აწყდება საქართველოში კანონიერი უფლების – შეკრების თავისუფლების სარგებლობისას. რა კონკრეტული ქმედებებს გაატარებს თქვენი მთავრობა რომ ლგბტ საზოგადოებას ამ უფლებით სარგებლობა შეძლოს“, – განაცხადა დეპუტატმა.

„რამდენიმე წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. ეს იყო ძალიან დიდი წინსვლა. რაც შეეხება, მარგინალურ ჯგუფებს, რომლებიც ახსენებთ, ეს ჯგუფები ყველა ქვეყანაში შეგიძლიათ იპოვოთ. შემიძლია დაგარწმუნოთ რომ, საკანონმდებლო დონეზე ადამიანის უფლებების დაცულია უმაღლეს დონზე. ჩვენ ამით ვამაყობთ. ვამაყობთ იმ რეკომენდაციებით, რომელსაც გვაძლევენ მეგობრები, რომ ჩვენი წინსვლა განვამტკიცოთ.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მთავარ არგუმენტს – ეს არის კანონმდებლობა. ამ კუთხით დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს. რა თქმა უნდა, არის მიმართულებები, სადაც კანონმდებლობა უნდა იყოს უფრო მტკიცე. თუმცა, საკანონმდებლო ცვლილებებში არის მყარი გარანტია, რომ ადამიანის უფლებები არის უმაღლეს დონეზე“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ირაკლი კობახიძეს ურჩევნია ყველაფერი იკადროს ოღონდ არ დამინახოს»-ეკა ბესელია (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

სააკაშვილი საქართველოში ჩამოდის (ვიდეო)

roma sajaia

«ჩემს დროს იყო 1.64, ივანიშვილის დროს მალე იქნება 4, ამიტომ გამოვიფხიკოთ ყურები, გავახილოთ თვალები ყველამ, ვიმოძრაოთ ყველამ, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა“

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი