განცხადებები

«რა პრინციპით იწყალებს ფრანგი პენსიონერი პატიმრებს?»

«რა პრინციპით იწყალებს ფრანგი პენსიონერი პატიმრებს? ან ვინ ჰყავს მაგ საქმეში მრჩეველი? ალბათ არც არავინ. ცოტა მწვანე ქაღალდის სუნი უნდა ასდიოდეს ამ ყველაფერს. წერა მაგან არ იცის და კითხვა. მოდი და გაიგე ვინ უზის მკვლელთუხუცესად იქ. შეუტანს ფურცელს, გაუღიმებს და მისი გულიც „მომბალია”. (ნუ რაც აქვს გულის მაგივრად ის).
ისე დიპლომატი ქალი ყველაფერზე ხელისმომწერი არ უნდა იყოს, მაგრამ……..
მოიარა მთა და ბარი, დამბალი ხაჭოს გაკეთება, ჟიპიტაურის გამოხდა, ატმის კრეფა ისწავლა. არ აბაზრებენ, გამოჟონა უბრალოდ, ვლადიმერ ვლადიმეროვიჩს “დედა ღრუსეთის” შრომის გმირის ორდენი მიუნიჭებიაო. თან შემოუთვლია, გახარიას კარგად თუ დაუჯერებ, მომავალ წელს არტეკის ბანაკში წაგიყვანო.
ღმერთო შენ გვიშველე. იქნებ შეაგნებინო ჩვენს პენსიონერს, რომ პრეზიდენტია, პრეზიდენტი და არა შაპიტოს დირექტორი, რომელმაც ერთი თვის შემდეგ გაიგო, რომ გავრილოვის გამო ქვეყანას პოლიტპატიმრები ჰყავს.
თუმცაღა ტყუილა ვიშლით ნერვებს აშკარად. ახლა გამახსენდა მისი „დიპლომატიური“ განცხადება, რომ არ ჩაერევა მაგ საქმეში, მთლიანად ბიძინას კომპეტენციააო. შენი კომპეტენცია რა არის აბა, პოლიციელის და პატარა ბიჭების მკვლელების შეწყალება? არა რა, აშკარად ჩვენი ქვეყნის „ნათელი მომავლის“ გარანტი ხარ.
ისე რთველი დაიწყო. კახელები შენი მბრძანებლის დანაპირებ ერთ დოლარს კი “იჯიბავენ” ერთ კილოგრამში და არიან “ბედნიერები” და სანამ სურპრიზს გაუკეთებ და გაიქცევი ყურძნის საკრეფად (უხ რა გაუხარდებათ შენი დანახვა თან), შეგახსენებ კიდევ ერთხელ, რომ ქვეყანაში გყავს გავრილოვის ღამის პოლიტპატიმრები და მათი სასამართლო პროცესები დაიწყო. ყურადღებით იყავი მაინც, ქვეყანა შეიძლება ადუღდეს და გადადუღდეს და თქვენი „გუნდიც“ წალეკოს, მერე არ თქვათ ხალხზე მაღლა ვდგავარ და მე არ მეხებაო. ე მანდ პატარა კახის ციხის გალავანზე არ “შემოგასკუპონ” კახელებმა, ფრთხილად იყავი.
ისე დღეს მაჩალიკაშვილის პროცესია, ზეგ ოქრუაშვილის და კიდევ სხვა ბიჭების. ამ ადამიანების ტანჯვისთვის პასუხის გება მოგიწევთ მთელ ქოცხროვას და მზად იყავით მაინც.
საქართველოს ვერ ჩააბარებთ რუსეთს.
#ჩვენგავიმარჯვებთ!
#თავისუფლებაპოლიტპატიმრებს!
#ირაკლიპოლიტპატიმარია!»-წერს სოციალურ ქსელში გურამ ჩალაგაშვილი.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«გრიგოლ ვაშაძე არის ჩეკისტი!»-გოგა ხაინდრავა (ვიდეო)

ისრაელში საქართველოს საელჩო, მაცხოვრის ტაძარში ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიაში მონაწილეობის მსურველებს აფრთხილებს

რატომ მალავს საქართველოს მთავრობა აშშ-ის კონგრესმენების სკანდალურ წერილს?

დატოვე კომენტარი