განცხადებებისკანდალი

რა კავშირშია მოკლული ჭიჭიაშვილი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობასთან? — სააკაშვილის მორიგი განცხადება (ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მორიგ განცხადებას ავრცელებს უკრაინაში მოკლულ, ჭიჭიაშვილთან დაკავშირებით. ასევე ის გამოეხმაურა ბოლო დროს მის წინააღმდეგ გახმაურებულმა თემამ, ქართულ ტრადიციებთან დაკავშირებით:

«მოდით ვიყოთ გულწრფელები, ყველა ვინც ქადაგებს ამ სვეცკური, ვითომ პროგრესული, ქართული ტრადიციული ცნობიერებისაგან მოწყვეტილი ფასეულობებით, დღეს რეალურად, უნებლიედ (გაცნობიერებულად პუტინის სამსახურში ყოფნას ნუ დავაბრალებთ) პუტინის საქმეს აკეთებს, იმიტომ რომ ქართული საზოგადოების სრულ უმრავლესობას ზურგს აქცევს, დასცინის, შავებად და ბნელებად ნათლავს და საალაფოდ უტოვებს პუტინის ქვეშევრდომებს — ვასაძეებს, ქართულ მარშებს და ასე შემდეგ.. ნახეთ რა პარადოქსი მივიღეთ შედეგად — ყველა სინამდვილეში პრორუსული ძალა ქადაქებს და სპეკულირებს ეროვნული, ტრადიციული ფასეულობებით და ყველა დასავლური ორიენტაციის პროგრესული საღი ძალა უნებლიე, თავსმოხვეულ კონფლიქტშია ქართულ ტრადიციულ ფასეულობებთან..
ეს არის კატასტროფა, ეს არის ზუსტად ის რაც პუტინს და ვანიშვილს აწყობთ.
არადა მე მჯერა, რომ შეგვიძლია ვიყოთ პროგრესულები მაგრამ ამავე დროს არ მოვწყდეთ ჩვენს ეროვნულ ფესვებს. შეგვიძლია ვისწრაფოდეთ დასავლეთისკენ, მაგრამ ამით არ შევაქციოთ ზურგი ჩვენს სიწმინდეებს.
სწორედ პუტინს უნდა დანერგოს განცდა, რომ პროდასავლურობა ეროვნულობისთვის ზურგის შექცევას ნიშნავს.
არადა ეს ასე სულაც არ არის — პირიქით…» — განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ხალხმა ყველგან უნდა დაგვინახოს-ნიკა მელია

საქართველოში დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდება — ამირან გამყრელიძე

იან კელი ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებას გამოეხმაურა

დატოვე კომენტარი