განცხადებები

«რაჭა-ლეჩხუმში უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა»

წელიწადნახევარში ლაჭა-ლეჩხუმში უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა.

აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით «ბიზნესპრესნიუსს» იდეის — «დაკარგული სამოთხე» ავტორმა ლექსო ჩარკვიანმა განუცხადა.

«ამ დროისთვის უკვე 59 მიტოვებული სახლი გაიყიდა. დაინტერესება ძალიან დიდია, უბრალოდ, რადგან ეს ჩემი კამპანიაა, თითქმის მთელმა ლეჩხუმმა გაიცნო და სახლების გაძვირებას ზოგიერთი მეც კი მაბრალებს. სულ ახლახანს გაიყიდა ყველაზე კარგი ვარიანტი, ორსართული სახლი 3000 ლარად. ყველაზე დაბალფასიანი 1500 ლარი ღირდა, ყველაზე ძვირი კი — 9000 დოლარი. საერთოდ, ვცდილობ ისეთი სახლები შევარჩიო, რომელსაც ხალხი შესწვდება.

უკვე თითქმის მთლიანი ლეჩხუმის სოფლები ავითვისე. ახლა გადაღმა ლეჩხუმშიც შევედი და 7 კარ-მიდამო გაიყიდა, უკვე გადაფორმების პროცესში არიან.

ჩემს „ფესბუკ“ გვერდსაც თუ გადახედავთ, გამომწერების რაოდენობა ძალიან გაიზარდა. უბრალოდ, როდესაც სახლზე განცხადებას ვდებ, პირდაპირ მეპატრონის ტელეფონს ვუთითებ და მყიდეველები მას უკავშირდებიან, ამიტომ ჩემთან დაკავშირება აუცილებლობას არ წამოადგენს»-განაცხადა ლექსო ჩარკვიანმა

Loading…

მსგავსი პოსტები

თეთრი სახლი საგანგებო განცხადებას აკეთებს (ვიდეო)

«მეზობლის ძაღლები ღიმილით ესალმებოდნენ, მას მერე რაც გადადგება კომიტეტის თანამდებობიდან მეზობლის კატებიც სხვანაირად მოიქცევიან»-გოცირიძე (ვიდეო)

საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

roma sajaia

დატოვე კომენტარი