covid-19

«რაც შეიძლება თავი ავარიდოთ გარეთ გასვლას, დავრჩეთ სახლში»-ამირან გამყრელიძე

«ჩვენ პიკში ჯერ არ ვართ და ყველა ღონისძიება, რომელსაც სახელმწიფო ატარებს – საგანგებო მდგომარეობა მთელ ქვეყანაში, ასევე უფრო გამკაცრებული, ანუ საკარანტინო მდგომარეობა ორ მუნიციპალიტეტში, გახლავთ სწორედ იქით მიმართული, რომ მაქსიმალურად, რაც შეგვიძლია, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება, მინიმუმამდე დავიყვანოთ ახალი შემთხვევების რაოდენობა, სწრაფად, ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ იდენტიფიცირება ტესტზე პოზიტიური ადამიანებისა და მათი დროული მკურნალობის დაწყება. ყველა ეს ღონისძიება მიმართულია, რომ როგორმე ფართომასშტაბიანი ეპიდემიისა და პიკში შესვლის პრევენცია გავაკეთოთ»

«დიდი მადლობა ნდობისთვის და უპირველესად, მოვუწოდებ საქართველოს მოსახლეობას, ვიყოთ მშვიდად, ნუ მივეცემით პანიკას. ამ ვირუსს კაცობრიობა და საქართველო აუცილებლად დაამარცხებს. ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა რეკომენდაცია, რასაც სახელმწიფო და ჯანდაცვის უწყებები იძლევიან. უპირველესად, ვიყოთ მაქსიმალურად იზოლირებული, ანუ დავიცვათ სოციალური დისტანცირება. განსაკუთრებით ეს ეხება მოხუცებსა და მაღალი რისკის ადამიანებს, ანუ რომლებსაც აქვთ სხვადასხვა სახის ქრონიკული დაავადება. რაც შეიძლება თავი ავარიდოთ გარეთ გასვლას, დავრჩეთ სახლში, ვესტუმროთ მაღაზიებს მხოლოდ და მხოლოდ საკვების შესაძენად და ისიც, მაღაზიებში შესვლის დროსაც დავიცვათ რეკომენდაციები – არ შევჯგუფდეთ დიდი რაოდენობით, არ გავუკეთოთ ორგანიზება დიდი შეკრებისა და თავშეყრის ღონისძიებებს, 10 ადამიანზე მეტი არ არის სასურველი შეიკრიბოს, იქ კი, სადაც ფიქსირდება ტემპერატურა და ხველა, სურდო, სუნთქვის უკმარისობა, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დაწესებულებას»- განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«გრიპის ვაქცინა 1 კვირაში საქართველოში იქნება»

roma sajaia

ბერ-მონაზონი შიო, კორონავირუსით გარდაიცვალა

ქალაქ რუსთავში ახალი კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

დატოვე კომენტარი