ოკუპაცია/დევნილები

რატომ ჩაიშალა შეხვედრა ერგნეთში?

2019 წლის 29 აგვისტოს სოფელ ერგნეთში ინციდენტის პრევენციისა და მათზე რეაგირების ფარგლებში რიგით 95-ე შეხვედრა 5 საათიანი მოლაპარაკებების მიუხედავად ჩაიშალა უნდა განხილულიყო 10 საკითხი თუმცა ვერ შეთანხმდენენ 1 საკითხზეც ეს ეხებოდა სოფელ ჩორჩანას დე ფაქტო ოსურმა მხარემ ულტიმატუმების ენით დაიწყო ლაპარაკი და ზოგადად ფორმატის გაუქმებით დაიმუქრა. ქართული მხარის მტკიცებით სოფელ ჩორჩანაში აუცილებლად შენარჩუნდება საგუშაგო. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა იგორ კოჩიევმა მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა ადგილი. შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომუნიკაციაში არც ევროპელი დიპლომატები შევიდნენ. რიგით 96-ე შეხვედრა გეგმის მიხედვით 2 ოქტომბერს უნდა გაიმართოს თუმცა დაზუსტებით როდის იქნება მსგავსი ფორმატის შეხვედრა ასეთი დაძაბულობის ფონზე, ამის თქმა ძალიან რთულია.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

TikTok-ზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ე.წ. დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიებული აღარ არის

აფხაზეთიდან 256 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცემათ (სრული სია)

Joni Kvaracxelia

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის განცხადება

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი