განცხადებები

რატომ შეეზღუდა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს აბიტურიენტების მიღება 1 წლით?

საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამარ სანიკიძე  შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის 1 წლით აბიტურიენტების მიღების შეზღუდვაზე განმარტებას აკეთებს:

 

„რისკებთან დაკავშირებით და პრობლემების მოგვარების მიზნით, წლების განმავლობაში მიმდინარეობდა ხარისხის ცენტრსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შორის კომუნიკაცია. ამის მიუხედავად, პრობლემები ვერ მოგვარდა. იმისათვის, რომ გათვალისწინებული იყოს სტუდენტთა ინტერესები, მათთვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებით რისკების თავიდან ასაცილებლად, უნივერსიტეტს სტუდენტების მიღების უფლება 1 წლის ვადით შეეზღუდა»,

„შეზღუდვა მხოლოდ ეხება იმ აბიტურიენტებს, ვინც წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აირჩიეს შავი ზღვის უნივერსიტეტი. წელს მათ შევთავაზებთ სხვა ავტორიზებულ დაწესებულებებს, რომ გადანაწილდნენ და შეუფერხებლად დაიწყონ სასწავლო წელი“, — განაცხადა თამარ სანიკიძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ძალიან ახლოს ვართ ივანიშვილის მოშორებასთან»- მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

«როცა ეს სტიქიური მოვლენები ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ როგორ დავაღწიოთ თავი»

«რა უნდათ პარლამენტში?»-ზარქუა «ნაციონალურ მოძრაობას» მიმართავს

roma sajaia

დატოვე კომენტარი