სკანდალი

რატომ ვერ ასაჯაროებს ბოლომდე ლევან ვასაძე, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის დეტალებს?

ვერეს პარკში, თანამოაზრეებთან შეხვედრაზე რაინდმა, ლევან ვასაძემ განაცხდა, რომ ამა წლის გაზაფხულზე მას სახლში ბიძინა ივანიშვილი ესტუმრა, თუმცა საუბრის თემას ვერ ასაჯაროებს.

“ბიძინა მე არ მიყვარს მიკიბულ მოკიბული ლაპარაკი, თამაში, ქვეშვქვეშაობა და ახლა რასაც ვიტყვი იქნება სრული პატივისცემით კაცობის კოდექსის მიმართ. როდესაც შენ ჩემთან სახლში მოხვედი გასულ აპრილს რაღაცა სათქმელით, რაღაცა წინადადებით, რაღაცა სათხოვარით, როდესაც ეს საუბარი ჩვენში შედგა და მერე შენივე წინადადებით გაგრძელდა შენთან სახლში, იმავე თვეში, დიდ მარხვაში და ამასაც მე ვაცხადებ საჯაროდ მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მე და შენ შევთანხმდით რომ ჩვენს შეხვედრას არ გავასაჯაროვებდით, მეორე თუ მესამე დღეს არ ვიცი რა მანქანებით და რანაირად ამ ჩვენი შეხვედრის ფაქტი გაჟღერდა ქართულ პრესაში. მე და შენ ვკითხეთ ერთმანეთს ვისი ბრალი იყო ეს, ვთქვით რომ ეს პირობა არ დაგვირღვევია, მაგრამ საჯარო ფაქტი იყო ეს. და იმიტომ რომ ეს ფაქტი ცნობილი არის მე ეხლა ამ შეხვედრების შინაარსს რა თქმა უნდა არასოდეს არ გავასაჯაროებ, რა თქმა უნდა ჩვენი საუბარი არ ჩამიწერია, იმიტომ რომ სტუმარი ღვთისაა და იმედია შენც მასე მოიქეცი, კუბრომდე მივიტან ამ საუბრის შინაარსს, ისევე როგორც ყველა კაცური პირისპირი საუბრის შინაარსს, იმიტომ რომ მე პატივს ვცემ იმ კოდექსს, რომელშიც მე გავიზარდე. მაგრამ ეხლა რო არ იყოს არავითარი საიდუმლოებები და მაიმუნობები, გულწრფელად, საჯაროდ გეუბნები, რომ შენ აღარ გაქვს უფლება საქართველოს ხელმძღვანელობისა მას მერე რაც შენი ხელმძღვანელობით მოხდა გუშინ თბილისში , ამიტომ წადი ბიძინა პოლიტიკიდან. დარჩი ქვეყანაში, აშენე კურორტები, იყავი ქველმოქმედი კაცი, აკეთე მილიონი კეთილი საქმე რაც გიკეთებია და რისთვისაც მადლობელი ვარ, მაგრამ ადამიანი, რომლის მმართველობის დროსაც ასეთი რამ მოხდება აღარ უნდა იყოს მმართველი ქვეყნისა. ამიტომ ჩემი აზრით ბიძინა ივანიშვილი უნდა გადადგეს ქართული ოცნების ხელმძღვანელობიდან, უნდა დაინიშნოს ვადამდელი საპრლამენტო არჩევნები, და უნდა გაიმარჯოვის იმ ხალხმა, ვინც მიიღებს დემოკრატიული გზით ხმათა უმრავლესობას.“– გააცხადა ვასაძემ.

ზემოხსენებულ შეხვედრაზე მაშინ მასმედია ალაპარაკდა, თუმცა ვერავინ დაადასტურა და მალევე შეწყდა ლაპარაკი. დღეს კი ვასაძემ ფაქტიურად დაადასტურა, რომ მასსა და ივანიშვილს შორის რაღაც შეთანხმება შედგა, თუმცა რა შეთანხმებაზეა საუბარი, მან არ დააკონკრეტა.

ფოტო: ON.ge

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ უჩივლა საკუთარ დედას პრემიერმა ბახტაძემ? (ვიდეო)

შემზარავი ტრაგეტია თბილისის ერთ-ერთ მშენებარე კორპუსში

Joni Kvaracxelia

თვეში 400 ლარი გუბერნატორის სატელეფონო მომსახურებაზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი