ანალიტიკაპუბლიკაციები

რატომ დაიწყო პუტინმა ლენინის კრიტიკა და რატომ შეუდგა კონსტიტუციის გადაკეთებას?

საბოლოო მიზანი აქვს გააუქმოს რუსეთის ფედერაციული მოწყობა, გააუქმოს ეთნიკური ავტონომიების სტატუსები და რუსეთი აქციოს ერთგვაროვან უნიტარულ სახელმწიფოდ.
ჰოდა რატომ და რას ერჩის ლენინს?

ლენინს იმას ერჩის რომ ლენინმა რუსეთის ფედერაცია მოაწყო ბრიტანული იმპერიის მოდელით.

დღეს როდესაც ლონდონი ტოვებს ევროკავშირს და ეს უქმნის საფრთხეს რომ დაკარგოს იმპერიაც, მოსკოვისთვის არის ყველაზე კატასტროფული სამართლებრივი დარტყმა.

ბრექსიტი თავისი არსით არის ეროვნული დამოუკიდებლობის გამოვლინება.

ანუ ბრიტანეთი, რომელმაც თავი დააღწია რომის იმპერიას და თავად შექმნა რომზე ბევრად დიდი და მძლავრი კონტინენტებზე გადაჭიმული იმპერია, დღეს მზად არის დაემშვიდობოს თავის პროტექტორატებს და დაკარგოს იმპერიის სტატუსი.

ბრიტანული იმპერია რეალურად მხოლოდ ფორმალურად არის იმპერია, მხოლოდ სამეფო გვირგვინი აერთიანებთ იმპერიის სუბიექტებს.
მათ საკუთარი სახელმწიფოს ყველა ნიშნები აქვთ და დამოუკიდებელი სუბიექტები არიან მსოფლიოს ცხოვრებაში, ასე რომ მხოლოდ აბრის შეცვლა გამოვა.

იგივე მოწყობა აქვს რუსეთის ფედერაციასაც, ოღონდ მის სუბიექტებს ახლოსაც არ აქვთ დამოუკიდებლობის ის ხარისხი რაც ბრიტანულ პროტექტორატებს.

ბრიტანეთის იმპერია მთლიანადაც რომ გაუქმდეს ლონდონი მაინც დარჩება ევრაზიის გეოპოლიტიკური ლიდერი და მისი კავშირები არ გაწყდება.
არგუმენტები იმაზე რომ ლონდონს ეკონომიკურად გაუჭირდება ღიმილის მომგვრელია.
ლონდონის ბირჟის კაპიტალიზაცია მეორეა მსოფლიოში.
მხოლოდ დამოუკიდებლობა არის რეალური წარმატების გადამწყვეტი ფაქტორი.
მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესებით ვაჭრობა ქვეყნებისთვის კი სავსებით ჯანსაღი და სამართლიანია.

მოსკოვისთვის არის ეს პრეცედენტი კატასტროფული შედეგის მომტანი. მოსკოვი სამუდამოდ დაკარგავს მიტაცებულ ერებს და ფედერაცია რუკიდან გაქრება.

ბრექსიტი დაიწყო ჯერ კიდევ ობამას ადმინისტრაციის დროს და სრულად შეესაბამება მის მიერ გაცხადებულ მრავალპოლარული სამყაროს გლობალურ გეოპოლიტიკურ კონცეფციას. რაც ერების დამოუკიდებლობას გულისხმობს.

მოსკოვს იმედი ჰქონდა რომ ბრიტანეთის გასვლა დაასუსტებდა დასავლეთს და აქტიურად აქეზებდა ლონდონს, იგივეს აკეთებდა ტრამპიც.

ოღონდ კრემლი სასტიკად შეცდა და პუტინმა სასწრაფოდ დაიწყო თავისი იმპერიის გადარჩენისთვის ბრძოლა.

საუკუნის წინ ბრიტანეთის მოქალაქეები იყვნენ მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტი. ამ უზარმაზარ იმპერიას აღარ ჰქონდა ძალა რომ რუსეთის იმპერიის შექმნას შეწინააღმდეგებოდა, ამიტომ კავკასია დაუთმო მოსკოვს, რასაც მყისიერად მოყვა სსრკ-ს შექმნა.

ეს იყო ლონდონის დიდი გეოპოლიტიკური შეცდომა, რომელმაც დიდი სისხლიანი პრობლემები მოუტანა კაცობრიობას.

ჰო, გაგვწირა საუკუნის წინ ლონდონმა და ამას დღეს ნანობს.
საუკუნის წინ ევრაზიის ფიგურა «დედოფალი» საქართველო შეეწირა იმპერიების ჭიდილს.

რკინის ლედის მარგარეტ ტეტჩერის ვიზიტი თბილისში იყო ქართველი ერის წინაშე მობოდიშების აქტი.

ბრექსიტი სრულად ცვლის ევროპის გეოპოლიტიკურ განლაგებას. აღმოსავლეთ ევროპას ეკისრება ვალდებულება ჩაანაცვლოს რუსეთის ფედერაცია ევროპა აზიის ურთიერთობებში.

ბრექსიტი ნიშნავს ეროვნული ინტერესების პრიორიტეტულობას. ქვეყნების და ერების სუვერენიზაციის მაქსიმალურ ხარისხს.

ევროკავშირის წევრობა შემავალ ქვეყნებს სუვერენიტეტის ნაწილს ათმობინებს და ცენტრალიზებული ევროკავშირი მიუხედავად მისი დიდი ღვაწლისა დემოკრატიის განმტკიცებაში უკვე აღარ არის ეფექტური…
გარდა ამისა, როგორც არაერთხელ ვთქვი, სწორედ ევროკავშირის და რუსეთის გეოპოლიტიკური კავშირი იყო ევრაზიის გეოპოლიტიკური წესრიგის გარანტი.
ეს წესრიგი რომ მოიშალოს უნდა შეიცვალოს ევროკავშირი, რასაც მოყვება რუსეთის ფედერაციის მოშლაც.

იმ წესრიგში ჩვენ ადგილი არ გვქონდა და ვიყავით მოსკოვის გავლენის სფერო, ევროკავშირის გავლენის სფეროში რომც გადავინაცვლოთ და რუსეთი დარჩეს ამ ფორმით, ჩვენზე დაკისრებულ ფუნქციას და ვალდებულებას ვერ შევასრულებთ.

ევროპული ფასეულობები არსად გაქრება, დემოკრატიული ქვეყნები ყოველთვის იპოვნიან გამოსავალს და დაამყარებენ ურთიერთმომგებიან ურთიერთობებს.

ეს ნიშნავს რომ დღევანდელი «პაიკი» საქართველო, პატრონის ძიებას მიჩვეული საქართველო, უნდა გახდეს საკუთარი თავის პატრონი.

უნდა ვიყოთ დამოუკიდებელი, ლიდერი და საიმედო პარტნიორი, ფიგურა ქვეყანა ევროპისა და აზიის დაკავშირებაში.

ჩვენ უნდა ვგავდეთ, უნდა მივბაძოთ ინგლისელებს, მათი ბრექსიტის ლოზუნგია:
«ჩვენ ვართ დამოუკიდებლები».

ეს კი ვერ გვექნება თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის და დემოკრატიის გარეშე.

პირადი აღქმის დონეზე უნდა გავიაზროთ ბრექსიტი რას ნიშნავს.

წარმოიდგინეთ მოვიდა ვინმე და გთავაზობთ მილიონს.
თუ გაგიხარდათ, ამ ფულს აიღებთ და არც კი ჰკითხავთ რის საფასურად გაძლევენ ამ ფულს, მაშინ იმას რაც დავწერე ძნელად გაიგებთ.

დამოუკიდებლობა ფასდაუდებელია.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

გრიგოლ ვაშაძე პრეზიდენტობის კანდიდატად

Joni Kvaracxelia

ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე საგრძნობლად გაიზარდა

Joni Kvaracxelia

არადანი მე

დატოვე კომენტარი