განცხადებები

რატომ გაუქმდა 15 მაისის აქცია?-ზაალ უდუმაშვილის განმარტება

15 მაისის აქცია იმის გამო გადაიდო, რომ დღეს სრულიად სხვა მოცემულობაა ქვეყანაში.-განაცხადა «ნაციონალური მოძრაობის» წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

«ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს აქცია გადაიდო არის ის, რომ დღეს სრულიად სხვა მოცემულობაა ქვეყანაში, ვიდრე ეს იყო, მაშინ როდესაც ჩვენ აქცია დავაანონსეთ. მას შემდეგ გაფორმდა სწორედ შეთანხმება შარლ მიშელის დოკუმენტზე, მას შემდეგ დაიწყო ძალიან აქტიური პროცესები, იმასთან დაკავშირებით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. შესაბამისად, ყველა ამ პროცესმა გავლენა იქონია დაგეგმილ აქციაზე და სწორედ ამის გამო გადაიდო, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ან ზოგადად ოპოზიცია საპროტესტო აქციებზე უარს ამბობს. რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციები იქნება, თან არაერთი, უბრალოდ ჩემი სურვილია, ამ საპროტესტო აქციების პარალელურად ძალიან აქტიური მუშაობა იყოს საკანონმდებლო ორგანოში»-აღნიშნა უდუმაშვილმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

რას ურჩევს წულუკიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტს

ვაქცინაცია აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას-მიტროპოლიტი დიმიტრი

roma sajaia

მარინა კალიურანდი-მოვუწოდებ საქართველოს, გააუქმოს ბელარუსთან ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება

დატოვე კომენტარი