განცხადებებიპოლიტიკასოცქსელი

რატომ გაიყო «ნაციონალური მოძრაობა?»-თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ს აკრიტიკებს

«უცნაური პრეტენზია მოვისმინე ევროპული საქართველოს მისამართით:

ნაცებს წარსულზე რატომ აკისრებენ პასუხისმგებლობას, «პირსისხლიანი ძველი ნაცები» ახლა ევროპულ საქართველოში არიან, ახლანდელი ნაცები განახლებულები არიან — პარტიაში 2012 წლის მერე მივიდნენო.

1. ყურადღებით ვადევნებ თვალს ევროპული საქართველოს ლიდერების რიტორიკას.

არცერთხელ, არცერთი მათგანი არ გამიჯვნია საკუთარ წარსულს. უფრო მეტი, ახლებსაც კი არ უთქვამთ — ახლა მოვედით, ჩვენ რა შუაში ვართო.

პირიქით, არათუ ემიჯნებიან, არამედ პასუხისმგებლობას იღებენ ყველაფერზე, ცუდზეც და კარგზეც რაც მათი მმართველობის წლებში ხდებოდა.

იმას კი არ ითვლიან სამარცხვინოდ, ვინ რამდენჯერ ნახა დათა ახალაია — უბრალოდ, პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იღებენ ყველაფერზე, რაც მოხდა. არ გაურბიან კრიტიკის მოსმენას, შეუძლიათ აღიარება, ბოდიშის მოხდა, არ იშვერენ თითებს ერთმანეთისკენ.

ერთ მაგალითსაც ვერ მოიტანთ, სადაც ევროპული საქართველოს რომელიმე ლიდერი, წარსულ შეცდომაზე, ან დანაშაულზე, ხელს ყოფილი თანაგუნდელისკენ იშვერს.

ვერცერთს!

2. ამის საპირისპიროდ, ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია როგორ იშვერს ხელს საკუთარი ყოფილი, თუ არსებული თანაგუნდელებისკენ მიხეილ სააკაშვილი.

როგორ იცილებს თავიდან პასუხისმგებლობას დემონიზებულ, დევნილ თანაგუნდელებზე — თითქოს ისინი ორჯერ ყავს ნანახი, ან ნახვების რაოდენობას მნიშვნელობა აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობის კონტექსტში.

ამის არქივი არსებობს და ალბათ ვიღაც შეისწავლის კიდეც მომავალში — დიდი ფიგურაა სააკაშვილი და დარწმუნებული ვარ, მასზე წიგნები დაიწერება.

3. მართალია, ნაციონალური მოძრობის ყოფილი ელიტის ძლიერი ფიგურები არიან ევროპულ საქართველოში.

მართალია ისიც, რომ მათ, ვინც ახლა ნაციონალურ მოძრაობაშია, გარდა სააკაშვილისა, ნაკლები პოლიტიკური წონა ჰქონდა, ან უწონო იყო 9 წლიანი მმართველობის დროს.

შესაბამისად, ნაკლები პასუხისმგებლობაც ეკისრება.

მაგრამ ზუსტად ამავე ლოგიკით, იმ სიკეთეებშიც ევროპულ საქართველოს მიუძღვის მეტი წილი, რაც იმ 9 წელიწადში მოხდა.

ასე არ არის? მგონი მარტივი ჭეშმარიტებაა.

ასე რომ ჩამოყალიბდით, როგორ გირჩევნიათ?

ან არ აგებთ პასუხს იმაზე, რაც ცუდია. ოღონდ კარგზეც უარი თქვით.

ან აგებთ, და აგებთ თანაბრად, ორივეზე.

სხვანაირად არ გამოდის 🙂

4. ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ნაციონალური მოძრაობა იმიტომ არ გაიყო, რომ ევროპული საქართველოს ლიდერები წარსულს გაექცნენ.

წარსულს ვერავინ გაექცევა და [ეგეთი] სულელი იქ არავინ არაა.

პირიქით — უთანხმოების ერთერთი საკითხი სწორედ წარსულზე პასუხისმგებლობის საკითხი იყო.

თვითკრიტიკას სააკაშვილი ნაცრის ყრას უწოდებდა და დაჟინებით ითხოვდა ერთადერთ შეცდომად გამოგვეცხადებინა ის, რომ 2012 წლის არჩევნებში მარცხი აღიარებინეს ევროპული საქართველოს ლიდერებმა.

რეალურად, ნაციონალური მოძრაობა გაიყო იმიტომ რომ ნაციონალური მოძრაობის ეს ორი ჯგუფი ერთმანეთს აცდა:

1) წარსულის შეფასებაში
2) დღევანდელი გამოწვევების აღქმაში
3) სამომავლო მოქმედების გეგმებში
4) სამუშაო ეთიკაში
5) ლიდერის როლის შეფასებაში»-წერს «ტაბულას»  რედაქტორი  თამარ ჩერგოლეიშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რა საოცრებაზე საუბრობს ნიკა გვარამია?

Joni Kvaracxelia

ორშაბათიდან, ტრენინგ პროგრამები და საგამოფენო სივრცეები გაიხსნება

«ვინც იძახდა რუსეთი ოკუპანტი, ოკუპანტიო, თვითონ გაქცეულია და ტერიტორიის 20% დაკარგული გვაქვს»-ნინო ბურჯანაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი