საინტერესო

რატომ აქვთ მოტეხილი ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირი: ნამდვილი მიზეზი

მრავალი წლის განმავლობაში ეს იყო ამოუხსნელი საიდუმლო, რომელიც მკვლევარებს შესთავაზა მსოფლიოში ერთ-ერთმა უძველესმა და გამძლე ცივილიზაციამ.

თუკი თქვენ არასოდეს დაინტერესებულხართ ძველი ეგვიპტის ქანდაკებებით, შეგიძლიათ ენდოთ ჩვენს სიტყვებს: ბევრ მათგანს ცხვირი აქვს მოტეხილი.

ერთი შეხედვით, მოულოდნელი არაფერია ძველ ქანდაკებათა მოტეხილ ცხვირებში: რადგან ათასობით წლების შემდეგ ისინი აუცილებლად, ბუნებრივად უნდა დაიშალოს, არა? მაგრამ, რატომ აქვს მხოლოდ ცხვირი მოტეხილი არც თუ ცუდად დაცულ სკულპტურებს?

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ცხვირი ხომ გამოჩენილი დეტალია, ის გამოდის, ასე ვთქვათ, ყველაზე დაუცველია, ასე რომ, თუ ჯერ რამე უნდა მოტყდეს სკულპტურას, ეს ცხვირია.

თუ ეს ასეა, როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ ეგვიპტის ძველ ნამუშევრებში, როგორიცაა ბარელიეფები და ნახატები, სხეულის ამ ნაწილს იგივე ბარბაროსული მოპყრობის კვალი ეტყობა?

ამ კითხვას მრავალი ჰიპოთეზა მოჰყვა, მათ შორის ისეთი საკამათო (რომელიც ჯერ კიდევ გვხვდება — იმისდა მიუხედავად, რომ მისი შეუსაბამობა უკვე დამტკიცებულია): გამოსახულებებზე ცხვირის მოტეხვა და დასახიჩრება ევროპელი კოლონიალისტების მზაკვრული მცდელობა იყო — გაენადგურებინათ ძველი ეგვიპტელების აფრიკული ფესვები.

ექსპერტების აზრით, ეს თეორია არაფერს ემყარება, თუნდაც იმიტომ, რომ ცხვირი ამ ფესვების ერთადერთი ფიზიკური მტკიცებულებისგან შორსაა. მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ იმპერიალიზმი, მიუხედავად მისი საშინელებისა, არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი ცხვირის გატეხვაზე.

მაშინ რა შეიძლება დაემართნოდათ მათ?

გამოსახულების დასახიჩრების მიზანი იყო ქანდაკების ან ბარელიეფის სახით წარმოდგენილ ფიგურის წაღება ან მინიმუმ მისი სიდიადის დაქვეითება. ეს შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა გზით.

მაგალითად, თუ გსურთ, რომ გამოსახულ პიროვნებას აღარ შეეძლოს ღმერთებისთვის შეწირვის გაკეთება, თქვენ უბრალოდ ქანდაკებას მოტეხავთ იმ ხელს, რომლითაც ჩვეულებრივ შეწირვისას იყენებდნენ — მარცხენა.

თუ მოისურვებთ, რომ ღმერთმა არ მოგისმინოთ, თქვენ ყურებს მოტეხავთ ქანდაკებებს.

თუ თქვენ შეეცდებით კომუნიკაციის ყველა შესაძლო ვარიანტის შეწყვეტას, კარგი გზა არის ქანდაკების თავის მოტეხვა სხეულის დანარჩენი ნაწილისგან.

მაგრამ, როგორც ჩანს, სურვილების ასრულების ყველაზე ეფექტური და უსწრაფესი გზა იყო ცხვირის მოტეხვა.

”ცხვირი არის სუნთქვის წყარო, სიცოცხლის სუნთქვა; უმარტივესი გზაა [ქანდაკების] შინაგანი სულის მოსაკლავად მისი დახრჩობა ცხვირის მოტეხვით”, — განმარტავს ბლეიბერგი.

ჩაქუჩის რამდენიმე დარტყმა ჩიზელზე და პრობლემა მოგვარებულია.

პარადოქსია ის, რომ სურათების განადგურების ეს აკვიატებული სურვილი მხოლოდ იმას ამტკიცებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო ისინი ამ დიდი ცივილიზაციისთვის.

წყარო: BBC

Loading…

მსგავსი პოსტები

მეგან მარკლის და პრინცი ჰარის უცნაურმა გადაწყვეტილებამ მსოფლიო გააოცა

ციმბირში, სოფელი მოსახლეობასთან ერთად გასაყიდად გაიტანეს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

როგორ შეიძლება ბავშვებმა ინტერნეტში პრობლემები თავიდან აიცილონ: უსაფრთხოების წესები

დატოვე კომენტარი