სკანდალი

რატომ არ არის წყალი გუდაურსა და ბაკურიანში? — ტურისტული სეზონი ჩავარდნილია

როგორც იცით, გუდაური უწყლობის გამო ტურისტებისგან დაცარიელდა. ჩვენდა გასაკვირად ასეთივე პრობლემის ქვეშ აღმოჩნდა ბაკურიანიც. მაშინ, როცა ამ ორ, ზამთრის ტურიზმის მთავარ დასაყრდენს შეუწყდა წყლის მიწოდება, პასუხის გამცემი არავინაა, თუ რა მიზეზით მოხდა ის რაც მოხდა და როდისთვის იგეგმება აღდგენა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ შეწყვიტა ტელეფონის ზარებზე პასუხის გაცემაც.

ტურისტები, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში საახალწლოდ, არ ჩერდებიან და დროზე ადრე წყვეტენ დასვენებას. მიზეზად კი გაუსაძლის პირობებს ასახელებენ. მათ უწევთ წლის შეძენა მაღაზიებში, თუმცა მარაგი იქაც მწირია.

«გვიწევს «ბორჯომით» ჰიგიენის მოწესრიგება, რაც ძალზედ მძიმე და არაკომფორტულია» — აცხადებენ ტურისტები.

სასტუმროების მეპატრონეების თქმით წყლის პრობლემასთან ერთად გაზის მიწოდების პრობლემაც დადგა.

როდის გადაწყდება წყლისა და გაზის მიწოდების პრობლემა და როდის აღუდგება შელახული ავტორიტეტი გუდაურსა და ბაკურიანს ჯერჯერობით არ არის ცნობილი, არც სავარაუდო თარიღს ასახელებს ადგილობრივი ხელისუფლება.

P.S. სურათზე: წყლის გარეშე დარჩენილი ბაკურიანის სტუმრებს სახანძრო სამსახური ამარაგებს;
 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, წყალი სასმელად ვარგისი არ არის;
ფოტო On.ge-ს დამსვენებელმა მიაწოდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

შესაძლოა საქართველო მორიგ სკანდალში გაეხვეს (ვიდეო)

დეა გოშხეთელიანის წინააღმდეგ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა

სალომე ზურაბიშვილი სერგეი ლავროვს, რუსული ბაზების ნაცვლად საქართველოში ანტიტერორისტული რუსულ-ქართული სამხედრო ცენტრების გახსნას დაჰპირდა (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი