განცხადებები

რას ურჩევს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც მოქალაქეებს ურჩევს თავი შეიკავონ ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან: „კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებისა და ქვეყანაში ვირუსის შემოტანის პრევენციის მიზნით და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, საქართველოს მოქალაქეებმა თავი შეიკავონ ვიზიტებისა და მოგზაურობისგან ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში: ჩინეთი, ჩინეთის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონი ჰონგ კონგი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, ასევე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ჩამოთვლილ იმ ქვეყნებში, სადაც მაღალია ინფიცირების შემთხვევები“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ, 27 თებერვალს, გვიან ღამით საქართველოში დადასტურდა ახალი კორონავირუსით დაავადების კიდევ ერთი შემთხვევა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ნულოვანი ბარიერი ნიშნავს ისევ ოლიგარქი მაჟორიტარების პარლამენტში შეყვანას, ოღონდ პარტიის სახელით»-გიორგი გუგავა

ბოროდიანკაში ვითარება კიდევ უფრო უარესია, ვიდრე ბუჩაში — ვენედიქტოვა

“არ დავუშვებთ საქართველოს ავღანიზაციას, არ დავუშვებთ საქართველოს მართვას ნარკოკარტელების მიერ,”-გრიგოლ ვაშაძე (ვიდეო)

დატოვე კომენტარი