სკანდალი

რას პასუხობს ნანა გეგეჭკორი თენგიზ ცერცვაძეს

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი, თენგიზ ცერცვაძის მოწოდებას «მიხედეთ თქვენს ქვეყანას, რომელშიც მოღვაწეობთ», პასუხობს:

«საქართველო ჩემი სამშობლოც ისევეა როგორც თქვენი…

სამშობლოდან თქვენი თაობის დანატოვარ კორუფციას და უსამართლობას გავექეცი თავის დროზე. ბევრისგან განსხვავებით, საქართველოსთვის არასდროს არაფერი მითხოვია, პირიქით ჩემი შვილების ლუკმას ვუყოფ იქ დარჩენილ გაღატაკებულ ოჯახის წევრებსა თუ ახლობელ მეგობრებს. ამ ძნელბედობის ჟამს ვცდილობ ცოდნით და გამოცდილებით შევეხიდო იმ ადამიანებს ვინც სათანადო სამედიცინო დახმარებას ვერ ღებულობს, მხოლოდ იმიტომ, რომ გავლენიანი პატრონი არ ჰყავს, ვერ მიდგება მოდგება და ვერ იპოვის ადგილს ჰოსპიტალში… მათი პრობლემები ჩემი და უამრავი, ჩემსავით უცხოეთში გადახვეწილი ქართველი ექიმის ყოველდიურობა გახდა…
რაც შეეხება შეცდომებს და პრობლემებს, ამაზე შუაგულ ომში არ საუბრობენ, მაგრამ ესეც ჩაივლის და ანალიზის დროც აუცილებლად დადგება…»
შეგახსენებთ, რომ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას უპასუხა და მოუწოდა მათ:
«მე როდესაც ვაძლევ განმარტებებს, ვერანაირ კონკრეტულ ნაკლს ჩვენ მიერ კოვიდის კლინიკურ მართვაში ვერ ამბობენ და მე მათთვის მომყავს მაგალითი: მიხედეთ ყველამ თქვენს ქვეყანას, რომელშიც საქმიანობთ. ყველა ის ქვეყანა, რომელშიც ეს ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში».

Loading…

მსგავსი პოსტები

სკანდალი! პოლიციის განყოფილებაში 4 ახალგაზრდა რადიატორზე მიაბეს და აწამეს(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

«ივანიშვილს ექიმების დახმარება სჭირდება»-გერმანელი ფსიქიატრები შუშის სასახლეში შეიკრიბნენ

სკანდალი! ვისი მოთხოვნით მოხსნა საქართველოს პრემიერმა ჯანდაცვის მინისტრი?

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი