განცხადებები

რასაც მხარდამჭერები გადაწყვეტენ, ყველანი იმ გზას უნდა დავადგეთ-გია ბარამიძე პარლამენტში შესვლაზე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გია ბარამიძე პარლამენტში შესვლა/არ შესვლაზე განმარტებებს აკეთებს.

«გადაწყვეტილებას პოლიტიკური საბჭო მიიღებს ამ თავის სხდომაზე ან შესაძლოა, გადაწყვეტილების მექანიზმი ავირჩიოთ ისეთი, როგორიც თავის დროზე გვქონდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევის დროს, როდესაც ორი ძალიან კარგი კანდიდატურიდან ავირჩიეთ ერთი. ამ პროცესში, რამდენადაც ტექნიკურად საშუალება გვქონდა, ჩვენი რიგითი წევრები და მხარდამჭერები მაქსიმალური რაოდენობით ჩავრთეთ. ჩემი ინიციატივაა, რომ რადგან საკითხი ასეთი მაღალი ინტერესის და მნიშვნელობის არის, ამ შემთხვევაშიც ასეთივე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე იყოს. აქედან გამომდინარე, მაღალი ლეგიტიმაცია მხოლოდ მაშინ შეიძლება ჰქონდეს, როდესაც თუნდაც 115-კაციანი პოლიტსაბჭო კი არ იღებს გადაწყვეტილებას, არამედ ჩართული იყვნენ ჩვენი რიგითი წევრებისა და მხარდამჭერების მაქსიმალური რაოდენობა. რასაც ისინი გადაწყვეტენ, ყველანი იმ გზას უნდა დავადგეთ»-განაცხადა გია ბარამიძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

«მაინტერესებს, ეს პატიმარი სიკვდილმისჯილი პატიმარია თუ არა“-მეუფე ნიკოლოზი

«ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით, თხოულობენ ახალ პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო»-ილია მეორე

“ერთმა გულწრფელმა, უანგარო ადამიანმა მოახერხა ის, რაც ვერ, ან არ მოახერხეს მთავრობამ, ჯანდაცვამ»-ხუხაშვილი გიორგი ფხაკაძეზე (ვიდეო)

roma sajaia

დატოვე კომენტარი