განცხადებები

«რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება» — ადამ კინზინგერი

პროპორციული საარჩევნო სისტემის გარშემო პროგრესს თუ ვერ ვიხილავთ, რასაც გავაკეთებთ, ბევრისთვის მოულოდნელი იქნება, – ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა „ამ​ერიკის ხმასთან“ განაცხადა.

კინზინგერი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ.

Loading…

„მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ინტერესი საქართველოს შემთხვევაში გამოსავლის პოვნაა. ჩვენ გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო ჩვენთვის. საქართველო რჩება მტკიცე პარტნიორად. მე საქართველოში ვიყავი, ერთი კვირით ადრე, ვიდრე საარჩევნო სისტემის რეფორმას კენჭი უყარეს და ის ჩავარდა, მე ამით ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი. ახლა, ყველა მხარე ცდილობს გამოსავალზე მოლაპარაკებას. ეს ასე უნდა იყოს დემოკრატიაში. ერთადერთი გზა, რათა განსხვავებული ინტერესების მქონე ხალხმა თანაცხოვრება მოახერხოს, ორივე მხარეზე გარკვეულ დათმობაზე წასვლაა. ამიტომ, მე ვაგრძელებ მოწოდებას საქართველოს მთავრობის, პარლამენტის სპიკერის და ოპოზიციისადმი, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან რაიმე შეთანხმებას მიაღწიონ და შემდეგ ბრძოლა პოლიტიკურ საარჩევნო ყუთთან გადაიტანონ ოქტომბერში. ერთი რამ, რასაც ჩვენ ახლოს ვაკვირდებით, იმის უზრუნველყოფაა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყოს“, – განაცხადა კინზინგერმა.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

«სულ რამდენიმე თვე დარჩა»-თეა წულუკიანი

Joni Kvaracxelia

უკრაინის იუსტიციის სამინისტრო სანქცირებული პოლიტიკოსების ქონების კონფისკაციას სარჩელს შეიტანს

Joni Kvaracxelia

უამრავი სიახლის ავტორი კახა კალაძეა, რომელიც თბილისის საუკეთესო მერია-კობახიძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი