სოცქსელი

რამ შეაწუხა პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბარიტონი და პარტია «სახელმწიფო ხალხისთვის» დამფუძნებელი, პაატა ბურჭულაზე შეწუხებულია საქართველოში მიმდინარე პროცესებით. მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განცხადება გააკეთა:

“ როგორც იქნა, გამოირთო რუსთავი 2 და ხომ ატყობთ, რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში. აღარავინ ტეხს განგაშს, რომ კორუფციაა და სიღარიბე, აღარც ოკუპაციის თემა მუსირებს. აგერ, ია კერზაიას სიცოცხლის მოსპობაში ბრალეული მხარე ვერ იქნა აღმოჩენილი და საქმე დახურეს.

სამაგიეროდ, მამუკა ხაზარაძეს პასუხს აგებინებენ მამუკა ხაზარაძისვედაზარალებაში, სხვა დაზარალებული ან მომჩივანი ვერ იპოვნეს. უსახლკაროდ მიტოვებული ოჯახებისთვის ფონდ «იავნანას» მიერ ნაჩუქარ სახლებს რემონტი დაუწუნეს და ორი წელია მათ პურის ფულითაც კი აღარავინ დახმარებია. პროკურატურამ ეძება ფონდში და მხოლოდ დახმარებული​​

და სარგებელ მიღებულ ხალხი აღმოაჩინა, მაგრამ მავნებლურად საქმეს მაინც არ ხურავენ, ბოლომდე უნდათ «იავნანა» მოსპონ…და ალბათ, რა მშვენიერი იქნებოდა ივანიშვილისთვის ასწლოვანი ხეების შრიალში დღეების გატარება ინგა გრიგოლია და ტვ პირველიც რომ არ დაურღვევდნენ მყუდროებას ახალი სატელევიზიო სეზონიდან. ისე ძალიან უნდა მას აგვისტოში გააჩუმოს და მოათავოს ყველაფერი, რომ მისი მონები ბატონის სურვილების შესასრულებლად ყველაფერზე ხელს აწერენ, ყველა საქციელზე მზად არიან და შემდეგ უტიფარ გამართლებასაც მარტივად კადრულობენ. რაც მთავარია, სიჩუმეა… სიჩუმეა და აღარავინ წუხდება. ვაი, ჩემო საქართველო …   — წერს პაატა ბურჭულაძე.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«არ უყიდოთ 17 წლის შვილს ავტომობილი, ეს იგივეა 4-5 წლის ბავშვს გადატენილი კალაშნიკოვი მისცეთ»-შალვა ოგბაიძე

Joni Kvaracxelia

«ვინც პარლამენტში შევიდა 3% მდე ხომ ძლივს აიღეს და მომავალში აიღებენ 0.3%»-ჟორჟოლიანი

roma sajaia

«ქალიშვილია» რადგან არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა…როგორც პარტიის წევრი ისე გავათრიე დედაქალაქის საკრებულოში თავმჯდომარედ-ნათელაშვილი ლადო კახაძეზე

დატოვე კომენტარი