განცხადებები

«რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ მიშა ქართულ მიწაზე ღირსეულად დაადგამს ფეხს!»-სანდრა რულოვსი

«ორ თვიანმა თავდაუზოგავმა ბრძოლამ ზუგდიდში, რომელშიც აქტიურად შემომიერთდნენ ადამიანები, ვისაც ჩემი გამარჯვების სწამდა, თავისი ირიბი შედეგი გამოიღო. ხალხმა ცხადად დაინახა, რა თავხედურად ართმევს მას გამარჯვებას ივანიშვილი — მისთვისვე მოპარული ფულით, სუსის და კრიმინალების გამოყენებით.

არჩევნებად მონათლულმა სუსის ამ სპეცოპერაციამ, საქართველოს ყველა მოაზროვნე მოქალაქე დაარწმუნა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, რადგან ასე გარდაუვალია — უარესი სიღატაკე, უარესი განუკითხაობა, უარესი შეურაცხყოფა.

ჩვენს ხალხს არ დაუმსახურებია იცხოვროს ისეთ გაჭირვებასა და უუფლებობაში, როგორიც ვნახეთ ზუგდიდში და რაც არის მთელს საქართველოში. მოთმინების ფიალა ივსება. უკვე იგრძნობა, რომ ხალხი უფრო და უფრო ძლიერი საპროტესტო ხმით დაიცავს საკუთარ უფლებებს. ამის ნიშნებს ვხედავთ ყველგან, ბოლო კვირაში მაგალითად ჭიათურაში, სხვაგანაც.

მოქალაქეების ძირითადი უფლებების შელახვით პროტესტს კი ვერ აქრობენ, აძლიერებენ. ასეთ პირობებში კი ხალხი აუცილებად დაიძვრება შუშის სასახლისკენ, ივანიშვილისთვის იმის სათქმელად, რომ მისი ხელისუფლების დრო ამოიწურა და, რომ ცვლილება მართლაც სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებით უნდა გაფორმდეს. მე აუცილებლად ვიქნები ამ საერთო ეროვნულ ბრძოლაში, როგორც ქართველი ვაჟების დედა და ამ ქვეყანაზე უზომოდ შეყვარებული რიგითი მოქალაქე!

საქართველოს თავისი უალტერნატივო ლიდერი და პატრონი ჰყავს და ჩემი სახით არ სჭირდება დროებითი შემცვლელი. ლამის 7 წელია ვხედავთ, რომ საქართველოდან უსამართლო დევნის პირობებში, მიშა შორიდან ქმნის აქ პოლიტიკურ ამინდს და ყოველდღიურ რეჟიმში გვიჩვენებს, თუ როგორ სწამს, როგორ სჯერა ამ ქვეყნის პოტენციალისა და მისი თავისუფალი მომავლის, როგორც იბრძვის ამისთვის, ახლა უკვე სამშობლოში დასაბრუნებელ ემიგრანტებთან ერთად. ის დღეს უკრაინაში გმირულად ბრუნდება და მჯერა, რამდენიმე კვირის ან თვის ამბავია მანამ, სანამ ქართულ მიწაზე ღირსეულად დადგამს ფეხს! მანამდე, ქალბატონ სალომეს საპარლამენტო მანდატი ოპოზიციონერის ხელში გადავა — შალვა შავგულიძეს მეც წარმატებას ვუსურვებ 9 ივნისს! რაც შეეხება პრეზიდენტად დანიშნულ ამ გაუგებრობას, დარწმუნებული ვარ, მასაც ხალხი მიუთითებს სახლისკენ იმავე ჩექმებით სწრაფი ნაბიჯებით სვლას, რომლებითაც შეაბიჯა საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში.»-წერს  პირველი ლედი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი  მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევში იმყოფება, მას რამოდენიმე დღის წინ უკრაინის მოქალაქეობა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღუდგინა.

Loading…

მსგავსი პოსტები

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადება

«საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ჩვენთვის არ არის ვაჭრობის საგანი და ამაში მომავალშიც არაფერი არ შეიცვლება“

Joni Kvaracxelia

«ვფიცავ, რუსული ფული არასდროს ამიღია. არც დავით თარხან-მოურავს არ აუღია»-ირმა ინაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი