ანალიტიკა

რაზე შეთანხმდა ნორმანდიული ოთხეული

ზელენსკიმ ნორმანდიული ოთხეულის სამიტზე ილაპარაკა ყველაფერი ის რაც უნდა ეთქვა.

  • არა უკრაინის ფედერალიზაციას;
  • არა ყირიმის დათმობას;
  • ცეცხლის შეწყვეტა.
  • სადავო რეგიონებში არჩევნების ჩატარებაზე უარი სანამ უკრაინა არ აღიდგენს საზღვარზე კონტროლს.

მშვენიერია.

ოღონდ შტაინმაიერის გეგმის იმპლემენტაციის გაღრმავება.
ამით უკრაინამ შეაბიჯა მოსკოვთან ურთიერთობის სამართლებრივ «ჭაობში».
ჭაობიდან გამოსვლა გარედან დახმარების გარეშე რომ შეუძლებელია ვიცით.

ახლა გააჩნია დასავლეთიდან რომელი მხარე გადაუგდებს უკრაინას «მაშველ რგოლს» და რომელი მხარე მისცემს ჩაძირვის უფლებას.

ტრამპის იმედი უკრაინის სახელმწიფოს ვერ ექნება, ვნახოთ რამდენად შეინარჩუნებს პრინციპულობას მისი პრეზიდენტი. ევროპულ ქვეყნებს კი მოთმინების დიდი უნარი აქვთ.

არსებულ სიტუაციაში ასეთი «ჭაობი» ბევრად უკეთესია ვიდრე ცხელი ომი. მალე გამოჩნდება სამიტის რეალური შედეგები.

თეიმურაზ ზაქრაძე, ანალიტიკოსი

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

იყავი ხროვის სათავეში …

Joni Kvaracxelia

იქნება თუ არა რიში სუნაკი კარგი პრემიერ მინისტრი?

,,ქურდები“ და ბანდიტები

დატოვე კომენტარი