სოცქსელი

«რადგან ოპოზიციაში ვიყავით, ამიტომ ეს ქვეყანა გადავაყოლოთ?!»-თაკო ჩარკვიანი

პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში, კოკა ყანდიაშვილს, პასუხობს, რომელიც  სახელმწიფო კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი  ხელმძღვანელია:

„სტატუსი-წერილი მივიღე „ბებერი გენერლის“ „ოროსანი მოსწავლისგან“, „ყანდურ“- კოკა ყანდიაშვილისგან (როგორც მას მოიხსენიებენ უკვე მრავალი წელია, „თუთაშხიაში“ რომ ყანდურია, ხორბალს რომ აყრიან და რომ მარხავენ დათა და მისი მეგობრები, იმ ყანდურთან ასოციაციით), მამაშენი, ჯანსუღი მიშას წინააღმდეგ იყო ოპოზიციაში და შენ რატომ არ ხარო. დიახ, მეც და ჯანსუღიც და ხალხის დიდი უმრავლესობა ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ ვიყავით ოპოზიციაში, იმ დაშვებული შეცდომების და სისასტიკეების გამო და სწორადაც ვიყავით, არ აპატია ხალხმა ის დაშვებული სამართლებრივი სისასტიკეები და გაუშვა სახლში ყოფილი ხელისუფლება, მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ (დღეს, როცა შენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას და როცა „ბებერი გენერლის“ პატარა „ყანდურები“ ქვეყნის გადაბარებას ლამობენ და ყველაფერს აკეთებენ უკვე 27 წელია, რომ საქართველო რუსული კორუფციული მართვის სტილის ქვეყნად აქციონ და მარიხუანის ნარკოტრაფიკის ქვეყნად იქცეს), რადგან ოპოზიციაში ვიყავით, ამიტომ ეს ქვეყანა გადავაყოლოთ?!

ასე იყო მაშინ, 2008 წელს, როცა ომის დღეებში საყოველთაო ჯაჭვი გამოცხადდა, მახსოვს, მსახიობმა, გია როინიშვილმა დარეკა, რუსთაველის თეატრში შევიკრიბოთო, ჩვენ — მე და მამა ოპოზიციაში ვიყავით, მაგრამ რა თქმა უნდა, ჯაჭვში ვიდექით, ჯანსუღს ფეხზე დგომა უჭირდა (ფეხების გამო) და ბიჭებმა სკამი გამოუტანეს და ბოლომდე ჯაჭვში იდგა (სხვათა შორის, მაშინაც გვითხრა, ერთ-ერთმა „პატარა ყანდურმა“, რატომ იდექით, თქვენ ხომ ოპოზიციაში ხართო, მაგრამ აბა, როგორ გავაგებინებ, რომ 27 წელია, დანაწევრებული ჩემი ქვეყანა ძალიან მტკივა — 400 ათასი ერთ მხარეს, 500 ათასი მეორე მხარეს, მილიონიანი ემიგრანტების (გაწვალებული-მშრომელი ადამიანების, სახელმწიფოსგან მიტოვებული არმია)“

„ყანდურები“, ფოფხაძეები არ დაელია ამ ქვეყანას, ამათი მოგონილია სიტყვა „ამისტი“ და „იმისტი“ და ესენი, ამ დროს, დიიიიდ და ბინძურ ფულს აკეთებენ საქართველოს და ხალხის დაპირისპირების, გაწვალების ხარჯზ.

ჰოდა, არ გამოგივათ ამჯერად, რადგან მე, მაშინდელმა ოპოზიციონერმა თუ შევძელი, რომ გაერთიანებისკენ ნაბიჯი გადამედგა და ეს გამოვიდა, ესე იგი, ყველაფერი შეიძლება, რადგან ყველგან არიან გონიერი, წესიერი ადამიანები, რომელთა გარეთიანებით ქვეყანას უდაოდ ეშველება და არ დავუშვებთ საქართველოს რუსულ კორუფციულ სივრცესთან მიერთებას, რადგან „ყანდურ, ძმაო“, ჯანსუღმა მასწავლა სწორედ, რომ „ მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრებლად არის მთავარი!“

ისე, მინდა გითხრა, რომ ჯანსუღის ის პატარა ფუნაგორია: „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების, შენ გეკუთვნის, კოკასა, კოკასაო. მართლა შენ დაგიწერა და დაბეჭდა კიდეც გაზეთ „ქართულ სიტყვაში“ და კიდევ ერთი ჰქონდა ასეთი, მახსოვს, შენს „პედაგოგს“ მიუძღვნა: „შენმა ენამ მე ვერ მავნო, შენ კი გავნო, გავნო, გავნო“. ჯ . ჩ.

დიახ, საქართველოს სახელმწიფოებრიობის გამო, უნდა გაერთიანდეს ქვეყანა და ეს იქნება გონიერი, წესიერი ხალხის ახალი გაერთიანება, რომელიც ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში თავის სიტყვას იტყვის, უნდა დასრულდეს „ყანდურების“ „დაყავი და იბატონე“, რითიც ჩაძირულია ეს ქვეყანა ჭაობში და ერთი და იგივე „ყანდურ- ფოფხაძეების“ კორუფციონერთა ბანდას, რომლებსაც ამ (სისტემატიური, მრავაწლიანი) ადამიანების წაკიდება-დაპირისპირებით ერთ წრეზე დაჰყავს ეს ქვეყანა, ამჯერად ვერა, არ გამოგივათ ეგ „ძველი გეგმა“, ყველა თქვენს მიერ ჩადენილი სიბინძურეები ცნობილია (თუ გნებავთ მეტს მოგვიანებით მოგართმევთ), რადგან (გარკვეულმა ადამიანებმა) მიზანმიმართულად, ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ !!!!

და ბოლოს, თქვენს რუსულ „შტაბკვარწირას“ ნუგზარ ფოფხაძის ხელმძღვანელობით გადაეცით, რომ მოუძველდათ მეთოდები და მეტი რუსთაველზე ( თქვენდა სამწუხაროდ) რუსის ჯარის, ტანკის გრუხუნი არასდროს განმეორდება!!!!!!!

კარგად დაიმახსოვრეთ, საქართველო შეცურავს დიდ ოკეანეში!!!!

P.S. „კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოსდინდების“! — დიახ ეს ფუნაგორიად ანუ ფუნა-გორიად ჯანსუღმა უთხრა (ხუმრობით, ცხადია) კოკა „ყანდურ“ ყანდიაშვილს, ანუ რა სიბინძურეც შიგ სულში გაქვს შენ, კოკას, ის გადმოედინება შენგან კოკაო. ახლა ეს „იუმორით“ სავსე, ფოფხაძის ოროსანი მოწაფე მწერს, ეგ ხომ შოთა რუსთაველისაა და ჯანსუღი, როგორ მეტყოდაო. ეგ შოთასია ნაღდად, მაგრამ ახლა რასაც გეტყვი „ყანდურ, ძმაო“, აი, ეს კი ნაღდად ჯანსუღის ფუნაგორიაა: გაგახსენებ, მესმის, არ გინდა, რომ გახსოვდეს, ალბათ: „წამსვე შემიტოკდა ულვაში, შენ რომ დაგინახე „ფიგარო“, ილია არ ყოფილა დუმაში, შენ ვის დუმაში ხარ, ჯიგარო?!“ ასე, რომ, „კოკა სულ წყალს ვერ მოიტანს“ — იუმორი, იუმორი, „ყანდურ, ძმაო“, ასე სერიოზულად სხვის ფუნა-გორიას ნუ შეხედავ, თორემ მხოლოდ ფუნა შეგრჩება, ნუ, თუმცა ხომ იცი, „მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო“, — წერს პუბლიცისტი სოციალურ ქსელში.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«უკრაინელი საქართველოში იქცევა ისე, როგორც წესით უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ…სლავა უკრაინე!»-დავით ქაცარავა უკრაინის ელჩზე

«ეს ფოტო კიდე დანარჩენს გვიამბობს ციხის ეზოდან, რაც მე და ჩემმა ოჯახმა დღემდე გამოვიარეთ»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

«ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სხვა პრობლემებთან ერთად მოხვდა თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეც!»-ელისო კილაძე

დატოვე კომენტარი