კრიმინალი

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მცხეთაში დააკავეს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი მერაბ ბესელია. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა შელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე დაზიანებები მიაყენა 1988 წელს დაბადებულ რამაზ ხარაზიშვილს. დაჭრილი მორაგბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. 1969 წელს დაბადებულ ბესელიას ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

მიმდინარეობს გამოძიება ბათუმის საკარანტინო სივრცეში განთავსებული პირის მე-4 სართულიდან გადახტომის ფაქტთან დაკავშირებით

თემირლან მაჩალიკაშვილის რაიმე სახის კავშირი ტერორისტებთან არ დასტურდება

ინდოელმა თბილისში საკუთარი მკვლელობა გადაიღო (ვიდეო)

დატოვე კომენტარი