პოლიტიკაპუბლიკაციები

პუტინი და ტრამპის შეხვედრაზე საქართველოს თემას არც კი შეეხებიან

როგორც ირკვევა აშშ-ისა და რუსეთის ლიდერები ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკში შეხვდებიან. ზუსტად 16 დღეში აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტები საგარეო პოლიტიკას განიხილავენ. მათ შორის იქნება რუსეთისთვის დაწესებული სანქციები და სირიის და უკრაინის კონფლიქტები. აშშ-ს და რუსეთის მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში  საქართველოს ნახსენები არ არის. ტრამპი და პუტინი საქართველოს დეოკუპაციასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე არ ისაუბრებენ. საქართველოში ამბობენ, რომ ეს დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის შედეგია, რომელმაც შეასუსტა ძალისხმევა და ფაქტიც სახეზეა, ასეთი რანგის შეხვედრებზე მთავარი თემა საქართველო არ არის.

ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ იმას, რომ, მაშინაც კი როდესაც აშშ-მ გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო რუსეთთან, საქართველო ყოველთვის იყო მათ შორის უთანხმოების საკითხი, თუმცა ამჯერად ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

ანალიტიკოსების პასუხად “ქართული ოცნება” ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ასახელებს, რომელსაც სანქციები ამერიკის და ევროპის მხრიდან უნდა მოჰყვეს. ამ სიაში 33 ადამიანის გვარია ვინც ბოლო 27 წლის განმავლობაში ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეებს იტაცებდა, კლავდა და აწამებდა. სიის სათავეში არჩილ ტატუნაშვილის წამებასა და მკვლელობაში ბრალდებული დავით გურწიევი და ალიკ ტაბუევი არიან, სიაშია გიგა ოთხოზორიას მკვლელი რაშიდ კანჯიოღლიც. თუმცა მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად გადაგზავნილ 33 პირს შორის, ოპოზიციამ ერთ დღეში იპოვა 5 მკვდარი სული. ანუ იმ ადამიანთა გვარები, რომლებიც დიდი ხანია ცოცხლები აღარ არიან და მათი სიკვდილი საჯაროდ იყო ცნობილი როგორც საქართველოს დაზვერვისთვის ისე მედიისთვის.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

ჩვენ ვართ ერთიანები, მაგრამ არა ერთნაირები

«ლელო», «შენების მოძრაობა» და «ახალი მემარჯვენეები» თანამშრომლობას იწყებენ

დატოვე კომენტარი