განცხადებები

«პუტინის ოჯახი მო#@ყან და მისი პოლიტიკა,თავის მომხრეებთან ერთად რუსეთშიც და საქართველოშიც!»-კახა კინწურაშვილი

მსახიობი და ტელეწამყვანი კახა კინწურაშვილი სოციალურ ქსელში გიორგი გაბუნიას მიერ პუტინისადმი  გინებას გამოეხმაურა:

«პუტინის ოჯახი მოვტყან და მისი პოლიტიკა,თავის მომხრეებთან ერთად რუსეთშიც და საქართველოშიც! რუსულმა პოლიტიკამ ბავშვობა გამინადგურა და ასიათასობით ადამიანს სიცოცხლე გაუმწარა! მიუხედავათ ამისა ვიაზრებ, რომ საჯარო სივრცეში გინება უზრდელობაა და სისუსტე. აუცილებლად გიბრუნდება უკან სხვა და სხვა ფორმით. ყოფილი პრემიერი პირდაპირ ეთერში იგინებოდა, პარლამენტარები იგინებიან პარლამენტში თუ მის გარეთ, მწერლები და სხვა სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლებიც სოციალურ ქსელში თუ ეთერში იგინებიან და ილანძღებიან. მღვდლები, ვითომ რაინდები, ვითომ პატრიოტები, ვითომ მეზობლები, ვითომ სიმართლის დამცველები, ვითომ ქრისტიანები, ყველა, ყველა იგინება და იწყევლება. და რატომ გვიკვირს რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით მივიღეთ გაბუნიას უსუსტესი და გადატყლარჭული მონოლოგი?! მაგრამ გაბუნიას თუ მისი უფროსობის ქვეყნიდან გაძევების უფლება არავის არ ააქვს! თუ არ მოგწონს თქვი. თუ არ მოგწონს შეიცვალე. თუ არ მოგწონს გადართე, მაგრამ სხვის სისუსტეზე შენს თავს ნუ დააშენებ! და მთავარს ნუ დავივიწყებთ რუსეთი მტერია! საქართველო უკეთესი იქნება! გახარია გადადგება» — წერს კახა კინწურაშვილი.

Loading…

მსგავსი პოსტები

ცხოვრების ჩვეულ რიტმს წესების მკაცრი დაცვა და ვაქცინაცია დააბრუნებს-ენტონი ფაუჩი

«ჩინეთის არც ერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს»-სააკაშვილი(ვიდეო)

ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისათვის-მამუკა მდინარაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი