მსოფლიოშიპოლიტიკა

პუტინის მონარქიამ რღვევა დაიწყო

რუსეთის ფედერაციაში ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ ჯერზე პუტინის პარტიას მოუგო არა ვიღაც შემთხვევითმა პერსონაჟებმა, არამედ ხალხმა რომლებსაც გამარჯვებაში პუტინის მთავარი მტერი, ალექსეი ნავალნი დაეხმარა.

ჟურნალისტმა, ივან იაკოვინმა თავის ვიდეობლოგში «Безумный мир» (შეშლილი სამყარო) თქვა, რომ რუსეთის ფედერაციაში გაჩნდა არა უბრალოდ კონკურენცია, არამედ ძალა, რომელმაც მთელს ქვეყანას მისი სიძლიერე დაანახა. თუმცა ყოველივე ეს პუტინისადმი ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია.

«მან (პუტინმა) დააპირა ალტერნატიული ცენტრის განადგურება მაშინ, როცა თვითონ პუტინი განადგურდა. ნავალნის შტაბებს (მთელს ქვეყანაში 40 შტაბია) კრემლმა მიუსია პროკურატურა, ფსბ და რუსეთის გვარდია.

ქვეყანაში მეორე ცენტრის გამოჩენა ნიშნავს, რომ პუტინის მონარქიამ დაიწყო რღვევა არა მხოლოდ პოლიტოლოგთა ფანტაზიაში, არამედ რეალურად,» — განაცხადა იაკოვინამ.

შეგახსენებთ, რომ 8 სექტემბერს, რუსეთის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პუტინის პარტიამ რეგიონებში დაკარგა მესამედი ადგილებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამით განსხვავდება ეს არჩევნები აქამდე ჩატარებულ არჩევნებისგან.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

პერუში 13 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის საელჩოს განცხადება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესახებ

ჯანმო ევროკავშირს ვაქცინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამოა კრიტიკებს

დატოვე კომენტარი